თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს

თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს

19.12.2016 -
დღეს, 19 დეკემბერს საღამოს, თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს. დიპლომატს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, გამოფენაზე „რუსეთი თურქების თვალით“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს.
ახალციხის თემი დასუფთავებისათვის გრანტსა და ათ წლიან სესხს იღებს

ახალციხის თემი დასუფთავებისათვის გრანტსა და ათ წლიან სესხს იღებს

19.12.2016 -
ახალციხის თემი, დასუფთავების ღონისძიებებისათვის გრანტსა და ათ წლიან სესხს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან იღებს. თანხა მთლიანობაში 200 000 ევროს შეადგენს.
ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა

ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა

19.12.2016 -
ახალციხის თემის საკრებულოში 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცდა. მომავალი წლის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა. სხდომას უმცირესობიდან მხოლოდ ერთი დეპუტატი დაესწრო.
20 დეკემბერს ბორჯომში ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება

20 დეკემბერს ბორჯომში ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება

19.12.2016 -
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით ხვალ, 20 დეკემბერს ბორჯომში, ერეკლეს ქუჩის მცხოვრებლებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ. მიზეზი გაზსადენზე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
ბორჯომის პარკში საახალწლოდ ემზადებიან [photo]

ბორჯომის პარკში საახალწლოდ ემზადებიან [photo]

19.12.2016 -
ბორჯომის ცენტრალურ პარკში წინასაახალწლო სამზადისია. პარკის თანამშრომლების მიერ სადღესასწაულოდ ირთვება პარკის ტერიტორია. ფერადი ბურთულებითა და მანათობლებით გალამაზებული ნაძვის ხე დღის ბოლოსთვის აინთება.
ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

19.12.2016 -
20 დეკემბრის ოფიციალური კურსის მიხედვით, აშშ დოლართან და ევროსათან მიმართებით, ლარი 6 თეთრით გაუფასურდა.
ახალი ამბები სომხურ ენაზე

ახალი ამბები სომხურ ენაზე

19.12.2016 -
რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერში ახალ ამბებს, სომხურ ენაზე მოისმენთ.
საქართველოში ესპანური კომპანიების -  Dereza Iberico და Provedo  ინიციატივით სანერგე მეურნეობა  მოეწყობა [R]

საქართველოში ესპანური კომპანიების - Dereza Iberico და Provedo ინიციატივით სანერგე მეურნეობა მოეწყობა [R]

19.12.2016 -
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილი იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანიების Dereza Iberico-ს და Provedo-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე

პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე

19.12.2016 -
ბორჯომში, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა. უწყებამ საქმის ძიებას, სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ერთი მუხლი დაუმატა.
ახალციხელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს

ახალციხელმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს

19.12.2016 -
17 და 18 დეკემბერს გორში გამართული საქართველოს 2017 წლის ჩემპიონატიდან ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში ახალციხელი სპორტსმენები მედლებით დაბრუნდნენ. ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვეს სამცხე–ჯავახეთის სახელით მოასპარეზე ვეტერანმა სპორტსმენებმაც.
როდის დაიწყება საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები

როდის დაიწყება საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები

19.12.2016 -
ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ახალი ამბები 12:00 საათზე [Audio]

ახალი ამბები 12:00 საათზე [Audio]

19.12.2016 -
რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ ეთერში, ახალი ამბები 12:00 საათზე ლუბა გიორგაძესთან ერთად.
„იბერიას“ ჟურნალისტი  ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს

„იბერიას“ ჟურნალისტი ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს

19.12.2016 -
ტელეკომპანია “იბერიის” წამყვანი გიორგი გასვიანი აცხადებს, რომ ბორჯომში ერთმა პოლიციელმა და მისმა ორმა მეგობრმა სცემა. ინცინდენტის მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

19.12.2016 -
სამართალდამცველებმა თბილისში 58 შეკვრად დაფასოებული 7,3906 გრამი ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
ცივი ამინდი და ძლიერი ყინვა 24 დეკემბრამდე შენარჩუნდება

ცივი ამინდი და ძლიერი ყინვა 24 დეკემბრამდე შენარჩუნდება

19.12.2016 -
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ძლიერი ყინვა 24 დეკემბრამდე შენარჩუნდება. 25 დეკემბრიდან ისევ ნალექია მოსალოდნელი.
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შრი-ლანკის ორი მოქალაქე დააკავეს

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შრი-ლანკის ორი მოქალაქე დააკავეს

19.12.2016 -
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შრი-ლანკის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.
დღეს ახალციხის თემის საკრებულო 2017 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

დღეს ახალციხის თემის საკრებულო 2017 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს

19.12.2016 -
დღეს, 19 დეკემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. საკრებულოს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე 19 დეკემბრის მდგომარეობით

შეზღუდვები საავტომობილო გზებზე 19 დეკემბრის მდგომარეობით

19.12.2016 -
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

19 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას აღნიშნავს

19.12.2016 -
დღეს, 19 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში დილიდან საღმრთო ლიტურგია იმართება.