FM97.5 / LIVE

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს [Video]

მთავარისამართალი 26.01.2013
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბოლო საყოველთაო-სახალხო განხილვა ახალციხეში გაიმართა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ვახტანგ ხმალაძე და ზაქარია ქუცნაშვილი ესწრებოდნენ

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს [Video]საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელის განსაზღვრას, მეორე კი პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ეხება.

”არსებობს მოსახლეობის საერთო თანხმობა იმისა, რომ პარლამენტი საქართველოს დედაქალაქში დაბრუნდეს და მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ მჭიდრო კონტაქტში საქმიანობა განაგრძონ. მოგეხსენებათ, სამუშაო დღე რვა საათისაგან შედგება. ამ რვა საათიდან, პარლამენტის წევრები ექვს საათს გადაადგილებაში ხარჯავდნენ, რაც მიუღებელია. მივესალმები, რომ ახალციხელები მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება მხარს უჭერს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ერთ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი მთავრობის დანიშვნის უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, საყოველთაო-სახალხო განხილვებზე მოსახლეობა მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა.

”მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს იმ ცვლილებას, რომელიც პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობებს ეხება. თითქმის ყველგან, გარდა ქუთაისისა, აშკარა იყო მხარდაჭერა იმისა, რომ კონსტიტუციიდან ამოღებული იქნეს ის მუხლი, რომელიც პარლამენტს ავალდებულებს მხოლოდ ქუთაისში იმუშაოს”, - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე.

ახალციხეში გამართულ საყოველთაო- სახალხო განხილვაში მონაწილეობას, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოქალაქეები იღებდნენ.

”საქართველოს ერთი დედაქალაქი აქვს და ყველაფრის ასე დანაწევრება შეუძლებელია. ეს ყოველთვის იწვევდა ქაოსს”, - ამბობს ახალციხის მკვიდრი ვლადიმერ ზედგინიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტოლერანტის” ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება აუცილებელია.

”თუ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, არ შეიძლება განუსაზღვრელი უფლება ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ან პარლამენტს. რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობას, საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, საერთოდ, რა საჭირო იყო ქუთაისში გადატანა ჩემთვის გაუგებარია”, - ამბობს ცირა მესხიშვილი.

აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პარლამენტში სულ ცოტა ასი ხმა სჭირდება. ზაქარია ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ ხმათა საჭირო რაოდენობას მოაგროვებენ.

”ჩვენ წარმატებით დავძლიეთ პრეზიდენტის ვეტო, ასევე წარმატებით დავძლევთ კონსტიტუციურ ცვლილებებზეც ხმათა რაოდენობას. შეუძლებელია, რომ გონიერმა ადამიანმა არ მისცეს ხმა ამ ცვლილებებს”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ვახტანგ ხმალაძე კი იმ შენიშვნებზე საუბრობს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა.

”აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, შენიშვნები ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, იუსტიციის სამინისტრომ და რამდენიმე კონსტიტუციონალისტმა გამოთქვა. შენიშვნების ერთი ნაწილის მიხედვით, ეს ცვლილებები არასაკმარისია, იმისათვის, რომ კონსტიტუციამ ის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რაც წაეყენება დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციას. ამას ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობაც”, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს [Video]

მისივე თქმით, გამოითქვა აზრი, რომ ცვლილებების არსი უფრო მკაფიოდ და ცალსახად ჩამოყალიბდეს, რაც შეიძლება კონსტიტუციის მუხლში ცალკე პუნქტის დამატებით მოხდეს: ”ამას კომისიის წევრებიც ვიზიარებთ, გადავცემთ ინიციატორებს და ვფიქრობთ, რომ ისინიც დაეთანხმებიან”.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით მოეწყო. მსგავსი შეხვედრები საქართველოს სხავადასხვა ქალაქებში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისში, ოზურგეთში, გორში, რუსთავსა და თელავში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ გორში გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს საპარლამეტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეხვერდა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მას შემდეგ კი დისკუსიებს, რომელიც თელავსა და ახალციხეში გაიმართა უმცირესობის წარმომადგენლები აღარ დაესწრნენ.

”ეს არანაირად არ აკნინებს არცერთ შეხვედრას, რადგან ამ შეხვედრებზე მათ საშუალებას ჰქონდათ საკუთარი პოზიცია გამოეთქვათ და მხარდამჭერები მოემრავლებინათ. მაგრამ ეს შესაძლებლობა არ გჰამოიყენეს. თუმცა თელავსა და ახალციხეში შეხვედრები მშვიდ ვითარებაში გაიმართა, იყო წინადადებები, შენიშვნები, კითხხვები და პასუხები, მაგრამ არ ჩანდა დაპირისპირება. ამიტომ სხდომები ბევრად უფრო აკადემიურად ჩატარდა”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

ახალციხელები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ



[თამარ თოთაძე, ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავენ
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვებს საქართველოს პრეზიდენტი დღეიდან შეუერთდება
ხვალიდან  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება