FM97.5 / LIVE

პედაგოგთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

მთავარისაზოგადოება » განათლება 31.08.2016
პედაგოგთა საგნის გამოცდაზე გასული 17 137 მსურველიდან, სავალდებულო ქულათა ბარიერი მხოლოდ 3 464–მა მათგანმა გადალახა.

პედაგოგთა გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

2016 წელს, პედაგოგთა საგნის გამოცდაზე სულ 22 700 მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათი დაახლოებით 25% გამოცდაზე არ გამოცხადდა. ტესტირებაზე გასული პედაგოგებიდან კი გამოცდა წარმატებით მხოლოდ 20%–მა ჩააბარა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე დაბალი შედეგი დაწყებითი კლასის პედაგოგებსა და პედაგოგობის მსურველებს აქვთ. გამოცდაზე გასული 3024 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 31–მა დასძლია.

საგნების მიხედვით პედაგოგთა შედეგები ასეთია:

• ქართული ენა და ლიტერატურა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 836, ზღვარი წარმატებით გადალახა 376-მა;
• მათემატიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 971, ზღვარი წარმატებით გადალახა 383-მა;
• ინგლისური ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 1278 ,ზღვარი წარმატებით დასძლია – 471-მა;
• რუსული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 462, ზღვარი წარმატებით გადალახა – 193-მა;
• გერმანული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 79, ზღვარი გადალახა 26-მა;
• ფრანგული ენა I-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 14 ,ზღვარი გადალახა 7-მა;
• ისტორია VII –XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 877 , ბარიერი გადალახა 259-მა;
• გეოგრაფია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 602, ზღვარი წარმატებით დასძლია 187-მა;
• სამოქალაქო განათლება VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 544, ზღვარი წარმატებით დასძლია 103-მა;
• ფიზიკა VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 368, ბარიერი გადალახა 21-მა;
• ქიმია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 372, ზღვარი გადალახა 20-მა;
• ბიოლოგია VII-XII კლასი – გამოცდაზე გავიდა – 548, ზღვარი წარმატებით გადალახა 210-მა;
• მათემატიკა I- VI კლასი – გამოცდაზე გავიდა – 1676, ზღვარი წარმატებით დასძლია 271-მა;
• ბუნებისმეტყველება I-VI კლასი – გამოცდაზე გავიდა – 647, ზღვარი წარმატებით დაძლია 31-მა;
• სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – გამოცდაზე გავიდა – 451, გადალახა ბარიერი 165-მა;
• ქართული როგორც მეორე ენა – გამოცდაზე გავიდა – 371 ბარიერი გადალახა 106-მა;
• ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები – გამოცდაზე გავიდა – 519 , ბარიერი გადალახა 89-მ;
• მუსიკა – გამოცდაზე გავიდა – 920, ზღვარი გადალახა 275-მა;
• სპორტი – გამოცდაზე გასული 747 აპლიკანტიდან ზღვარი გადალახა 173-მა.

მასწავლებელთა საგნის გამოცდების შედეგების შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა.

"გამოცდის შედეგების გამოყენება მოქმედი პედაგოგების რაიმე სახით შეფასებისა თუ ზოგადად მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე მსჯელობისათვის, არასწორია. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საგნის გამოცდაში მონაწილეობას იღებს, როგორც მოქმედი პედაგოგი, ისე მასწავლებლობის მსურველი“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში განმარტებულია, რომ მასწავლებელთა საგნის გამოცდა სქემის ნაწილია და ტესტი მასწავლებლის სტანდარტებზე დაყრდნობით, სასერთიფიკაციო ტესტირების ყველა ნორმის დაცვით იქმნება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

მასწავლებელთა 83%–მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო
რატომ გაუჭირდათ პედაგოგებს გამოცდებზე ბარიერის გადალახვა [Video]
ქართულის გამოცდაზე ორი პირი ჩაიჭრა
ზოგადი უნარების გამოცდაში  აბიტურიენტების 15%-მა ზღვარი ვერ გადალახა
ხვალიდან გამოსაშვები გამოცდები იწყება
ახალციხის არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს