FM97.5 / LIVE

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.08.2016
საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, კერძო სკოლები კი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ.

საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

წელს საჯარო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ პორტაბელური კომპიუტერები Lenovo ideapad 300S-11IB.

ასევე, კომპიუტერები გადაეცემათ მეათე კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საბაზო საფეხურის ნიშანია 10 ქულა დამრგვალების გარეშე;

კომპიუტერებს ასევე მიიღებენ საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებლები.

წელს სამინისტრომ პირველკლასელებისთვის შეიძინა - 55 300 პორტაბელური კომპიუტერი (ბუკი); წარჩინებულებისთვის - 2470 პორტაბელური კომპიუტერი; პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის - 2530 პორტაბელური კომპიუტერი;

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, წელს, უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე; კერძო სკოლის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 70001-ზე; ასევე, ახალგორისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული სკოლების მოსწავლეები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წელს დაიბეჭდა 2246738 წიგნი, რვეული და ტესტი.

სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის გარდა, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. სოფელ ლამბალოს სკოლაში კი, სასწავლო პროცესი 10 ოქტომბერს განახლდება. ამასთან, სწავლის დაწყების თარიღს კერძო სკოლები თავად განსაზღვრავენ.

საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა 53 540, ხოლო მთლიანად, მოსწავლეთა რაოდენობა 509 120-ია.

[sknews.ge]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.12.2018 11 წელი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის სკოლები წელს 2.300 პირველკასელს მიიღებენ
პირველკლასელები  Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ
საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება
საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
ახალციხეში სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში განახლდა
სამცხე–ჯავახეთში 84 წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერი გადაეცა