FM97.5 / LIVE

პარტიები პლაკატების ზომებს სურვილის მიხედვით ვეღარ შეარჩევენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 29.08.2016
პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პლაკატების მომზადებისას საკრებულოს დადგენილების გათვალისწინება მოუწევთ – საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ყველა სუბიექტის პლაკატი ერთი და იმავე ზომის უნდა იყოს.

პარტიები პლაკატების ზომებს სურვილის მიხედვით ვეღარ შეარჩევენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსებისას ახალ რეგულაციებზე, თემის საკრებულოს სხდომაზე, დღეს, 29 აგვისტოს იმსჯელეს.

საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს უყარეს. მათ შორის ერთ-ერთი, ახალციხის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ მიღებულ დადგენილებაში ცვლილების შეტანა იყო.

ცვლილების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს პლაკატების დაბეჭვდისას, მისი კონკრეტული ზომების გათვალისწინება მოუწევთ. სააგიტაციო მასალის სიგრძე არა უმეტეს 60 სმ, ხოლო სიგანე არა უმეტეს 42 სმ უნდა იყოს. ეს პარამეტრები კი A2 ფორმატს შეესაბამება.

"მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ყველა პარტიამ კონკერეტული ზომებიის გათვალისწინებით გამოაკრას პლაკატები მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში“, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული ანალიზის განყოფილების უფროსმა ნათია ნადიბაიძემ.

თემის საკრებულომ, წინასაარჩევნოდ სააგიტაციო მასალების განთავსებისათვის სპეციალური დადგენილება, 2016 წლის 17 ივნისის საკრებულოს სხდომაზე მიიღო.

ახალციხის თემის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტებს პლაკატების გაკვრა შეუძლუიათ: ავტობუსების მოსაცდელთან, მუსიკალურ სკოლებთან, კულტურის სახლების ტერიტორიაზე, რიტუალების სახლებთან, სტადიონების ღობეზე, სოფლის ცენტრებში, საბავშვო ბაღების ღობეზე, ძველი სკოლებისა და ამბულატორიების კედლებზე.

საკრებულოს დადგენილების მიხედვით, პლაკატების განთავსება კერძო მესაკუთრის ტერიტორიაზე მხოლოდ მისი ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება ახალციხის სოფლებში
პარტიებისთვის პლაკატების გასაკრავი ადგილები თანაბრად გადანაწილდება
ასპინძაში საარჩევნო მასალების  განთავსების ადგილები გამოყეს
ადიგენში საარჩევნო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრეს
 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს
საარჩევნო მასალებისთვის ადგილები ქალაქ ახალციხეშიც განისაზღვრა
ახალციხის საკრებულომ საარჩევნო მასალების განთავსებისთვის ადგილები განსაზღვრა