FM97.5 / LIVE

ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 29.08.2016
28 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 ადამიანიდან, სამი მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადაიყვანეს და მეოთხეც გადაჰყავთ. დაარჩენი ოთხის მდგომარეობა კი სტაბილურია.

ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

8–ვე დაშავებული გუშინ ახალციხის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, 3 კლინიკა „იმედში“, 5 კი „უნიმედი სამცხეში“.
კლინიკა „იმედის“ ინფორმაციით, მათთან მიყვანილი სამი პაციენტიდან ერთი გუშინ გადაიყვანეს თბილისში, მდგომარეობის სიმძიმის გამო, მეორე კი დღეს უნდა გადაიყვანონ.

„ტრაილერის მძღოლს ჰქონდა ქალა–ტვნის ტრამვა, სახის ძვლების მოტეხილობით და ტვინის შერყევა. გუშინ გადაიყვანეს თბილისში. რაც შეეხება ჩეხეთის მოქალაქეს, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ისიც თბილისში გადაჰყავთ“, – აცხადებენ კლინიკაში.

„უნიმედი სამცხე – ახალციხის ჰოსპიტალში“ ამბობენ, რომ მათთან მიყვანილი ხუთი პაციენტიდან თბილისში ერთის ტრანსპორტირება გახდა საჭირო, დანარჩენი ოთხი კლინიკაში რჩება.

„სოცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არცერთს არ აქვს. აქვთ მოტეხილობები და დაჟეჟილობები“,– აცხადებს საავადმყოფოს მფლობელი კომპანიის, „ევექსის“ კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ელდარ ალიევი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 28 აგვისტოს, ახალციხეში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. დაშვდნენ სატვირთოს მძღოლი და ტურისტები.

შსს - ს ინფორმაციით მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ავარიის შედეგად დაშავებული რვა ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა თბილისში გადაიყვანეს
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
აწყურთან ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს
ადიგენში, ავარიის დროს დაშავებული 2 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს
ავარიის შედეგად  დაშავებული ორი ახალგაზრდის მდგომარეობა  მძიმეა
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 8 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა