FM97.5 / LIVE

ადიგენის საოლქო კომისია არჩევნებს შეცვლილი წევრებით ჩაატარებს

მთავარისიახლე, არჩევნები 29.08.2016
№38-ე ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 8 ოქტომრის არჩევნებისათვის, მდივანი და ცესკოს მიერ დანიშნული წევრები შეიცვალნენ.

ადიგენის საოლქო კომისია არჩევნებს შეცვლილი წევრებით ჩაატარებს

ისევე როგორც წინა წლებში, 2016 წლის საპარლმეტო არჩევნებზეც, ადიგენის საოლქო კომისიას ჯაბა მაჭარაშვილი უხელმძღვანელებს. მაჭარაშვილი №38 -ე ადიგენის საოლქო კომისიამ 2016 წლის თებერვლის თვეში მესამედ აირჩია.

ადიგენში არც მოადგილე შეცვლილა. ამ თანამდებობას იმედა ტყემალაძე იკავებს. თუმცა, შეიცვალა მდივანი. ამ პოზიციაზე ლელა ადოშვილმა ხათუნა დევდარიანი ჩაანაცვალა.

რაც შეეხებათ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, უცვლელი წევრები არიან: „საქართველოს კონსერვატიული პარტიიდან“ ქეთევან ობოლაშვილი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან“ მაია მინაძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ცირა ჭაღიაშვილი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, №38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია ასე გამოიყურება:

1. ჯაბა მაჭარაშვილი - ადიგენის საოლქო კომისიის თავმჯდომარე;
2. იმედა ტყემალაძე - თავმჯდომარის მოადგილე;
3. ლელა ადოშვილი - მდივანი;
4. თეა ბერიშვილი - წევრი;
5. თეა დანგაძე- წევრი;
6. ნათია ნოზაძე -წევრი; (ცესკოს მიერ წელს დანიშნული წევრი)

კვალიფიციური სუბიექტების მიერ დანიშნულ წევრთა სია ასე გამოიყურება
1. ქეთევან ობოლაშვილი - საქართველოს კონსერვატიული პარტია;
2. მაია მინაძე - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
3. ბაჩუკი გელაშვილი - თავისუფალი დემოკრატები;
4. ნინო გოგნაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა;
5. ვაისლ გიქოშვილი- საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
6. ცირა ჭაღიაშვილი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
7. ნონა ჭიჭინაძე - ქართული ოცნება;

საქართველოს საარჩევნო კოდექსის, მე–19 მუხლის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანოა.

საარჩვენო კომისია 13 წევრისგან შედგება. ამათგან, 5 წევრს, 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევს ცესკო. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ნიშნავენ პარტიები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალქალაქში
ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა
ბორჯომის საოლქო კომისიის შეცვლილი წევრები
რა შემადგენლობით ჩაატარებენ არჩევნებს საოლქო კომისიები
ადიგენში საოლქო და საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია