FM97.5 / LIVE

ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის წევრები

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 24.08.2016
№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უცვლელი მუდმივმოქმედი წევრებით ჩაატარებს.

ვინ არიან ასპინძის საოლქო კომისიის  წევრები

ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის არაფერი შეცვლილა №39-ე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედ შემადგენლობაში. აქ არ შეცვლილა თავმჯდომარეც. კომისიის წევრებმა როსტომ მაგრაქველიძე მესამე ვადით 2016 წლის თებერვლის თვეში აირჩიეს, იგი ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას 2006 წლიდან ხელმძღვანელობს.

2016 წლის საპარლამეტო არჩევნებისათვის კომისიაში მხოლოდ ერთი მუდმივმოქმედი წევრი ლია ლეკიშვილი შეიცვლა, რომლის ნაცვლად 8 ოქტომბრის არჩვენებზე ლელა თამარაძე იქნება. იგი 2013-2014 წლის არჩევნებზე კომისიის შემადგენლობაში „საქართველოს კონსერვატიული პარტიიდან“ იყო წარდგენილი.

რაც შეეხება კვალიფიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს, უკვე მეოთხე არჩვენებია კომისიის შემადგენლობაში არის ელენე მოსიძე, რომელიც პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს.

საარჩვენო კოდექსის მიხედვით საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს 4 წევრთან ერთად 5 წლის ვადით ცესკო ირჩევს.

არჩევნების დანიშვნის შემდეგ კი საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წევრს პარტიები ნიშნავენ , ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

№39 -ე ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისსიის შემადგენლობა ასეთია"

1. როსტომ მაგრაქველიძე - ასპინძის საოლქო კომისიის თავმჯდომარე;
2. გივი ივანიძე - თავმჯდომარის მოადგილე ;
3. ნიკოლოზ ლოლაძე - მდივანი;
4. გაბრიელ გელაშვილი - წევრი;
5. ლელა თამარაძე - წევრი;
6. ემზარ ველიჯანაშვილი -წევრი (ცესკოს მიერ წელს დანიშნული წევრი);

ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში კვალიფიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრები არიან:

1. ნოდარ გვირჯიშვილი - საქართველოს კონსერვატიული პარტია;
2. ინგა ლონდარიძე - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს;
3. თეონა ქუქჩიშვილი - თავისუფალი დემოკრატები;
4. მერაბ შალვაშვილი - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა;
5. ლარისა შელეკიძე - საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
6. ელენე მოსიძე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
7. თამარ აბულაძე - ქართული ოცნება;

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩვენებამდე 44 დღე დარჩა, საოლქო კომისიებმა უკვე დაასრულეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევა და უბნების საზღვრების დადგენა. დღეიდან საოლქო კომისიებს უფლებამოსილმა პარტიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები წარუდგინეს.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალციხეში – რა შეიცვალა საოლქო კომისიაში
ადიგენის საოლქო კომისია არჩევნებს შეცვლილი წევრებით ჩაატარებს
ვინ ჩაატარებს არჩევნებს ახალქალაქში
ბორჯომის საოლქო კომისიის შეცვლილი წევრები
ნინოწმინდის საოლქო  კომისიის შემადგენლობა 2016 წლის არჩევნებისთვის
სამცხე–ჯავახეთში საოლქო კომისიები დაკომპლექტდა
ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს