გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ბოდიშს უხდის

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 24.08.2016
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ჩარიცხვებისა და გრანტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე მონაცემების სავალდებულო გადამოწმებისას, 23 აგვისტოს სისტემაში ხარვეზი შეიქმნა, რის გამოც, აბიტურიენტები, რომლებიც საკუთარ კოდს ნომერზე 93333 აგზავნიდნენ, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც.

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ბოდიშს უხდის

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ აღდგა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აბიტურიენტები სმს-ით მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების (ჩარიცხვებისა და გრანტირების შესახებ ინფორმაცია) გამოქვეყნებამდე მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება სავალდებულოა. ეს პროცედურა ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე.

[sknews.ge]


09.02.2017 ‘გულანის’ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

01.02.2017 'ფაბლაბი' – სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ახალციხეში [photo/Video]

28.01.2017 ხვალ უნივერსიტეტში ასტრონომიული აღმოჩენების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართება

20.01.2017 ლელოვნის სკოლა – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2017 ‘რეზინის ბოტებიანი’ დასახლება [Photo]

17.02.2017 ყაჩაღობაში ბრალდებულის მეუღლე: ამ დონემდე ვალებმა მიიყვანა

16.02.2017 დღის ფოტო: სოფლის სტენდი [Photo]

16.02.2017 ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა დასრულდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

ეროვნული გამოცდების შედეგები 12:00 საათზე გამოქვეყნდება
აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები ცნობილია
2017 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამა დამტკიცდა
20 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება იწყება
დაიწყო რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დღეიდან დაიწყება
ხვალ ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება