FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობას ათი ახალი თანამშრომელი ჰყავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.08.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია. კომისიამ 10 ახალი თანამშრომელი შეარჩია, თუმცა 15 ადგილი კვლავ ვაკანტურია.

ახალციხის გამგეობას ათი ახალი თანამშრომელი ჰყავს

ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები დღეს, 23 აგვისტოს გახდა ცნობილი. 32 ადამიანიდან, რომლებიც კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებაზე გამოცხადდნენ,კომისიამ 10 მათგანი მოიწონა.

შესაბამისად, თანამშრომელი 10 პოზიციაზე შეირჩა. ეს პოზიციებია:

გამგებლის წარმომადგენელი აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში;
იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
მთავარი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი გზებისა და ხაზოვანი ნაგებობების მოწყობის საკითხებში;
წამყვანი სპეციალისტი, გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე მინაძის ადმინისტრაციულ ერთეულში;
წამყვანი სპეციალისტი, გამგებლის წარმომადგენელის თანამშემწე ფერსის ადმინისტრაციულ ერთეულში
წამყვანი სპეციალისტი, გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე წყალთბილის ადმინისტრაციულ ერთეულში;
წამყვანი სპეციალისტი აგრარულ საკითხებში;
წამყვანი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;

ახალციხის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსის ევა იველაშვილის თქმით, შერჩეული კადრები ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულან: „ჯერ მიმდინარეობს საბუთების შეგროვება. ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დაინიშნებიან“.

მისი თქმით, ამ ეტაპზე 15 ადგილი კვლავ ვაკანტურია. როგორც ევა იველაშვილი განმარტავს, ვაკანტური ადგილებისთვის კონკურსი კვლავ გამოცხადდება, თუმცა როდის ვერ აკონკრეტებს.

„ძირითადად ვაკანტურია ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტების პოზიცია და გამგებლის თანამშემწის პოზიციები“,–განაცხადა გამგეობის იურიდული სამსახურის უფროსმა ევა იველაშვილმა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
თვითმმართველობებში  თანამდებობები კვლავ ვაკანტურია
ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა
ახალციხის გამგეობამ  კონკურსში განაცხადის მიღების ვადა გადაწია
მეოთხე მცდელობა – ახალციხის გამგეობა 23 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს
ერთი თვეა ახალციხის გამგეობა კონკურსზე შესულ საბუთებს არჩევს