FM97.5 / LIVE

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 23.08.2016
საოლქო საარჩევნო კომისიებმა, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, საარჩევნო უბნები დააკომპლექტეს. კონკურსის შედეგად, ოლქებში შესული 1 766 განაცხადიდან 1 271 მათგანი დაკმაყოფილდა.

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევად, #44 მაჟორიტარულ ოლქში სპეციალური სხოდმა 22 აგვისტოს გაიმართა. კონკურსის შედეგად მიღებული 628 განაცხადიდან კომისიამ 318 დააკმაყოფილა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში – 35, ხოლო და ადიგენის მასშტაბით 18 საარჩევნო უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიამ წევრები გამოცდილების მიხედვით შეარჩია. თითოეული უბნისათვის, კანონმდებლობის მიხედვით, ექვსი წევრი შეირჩა.

უბნების დასაკომპლექტებლად სხდომა გაიმართა #45–ე მაჟორიტარული ოლქშიც. 70 უბნიდან მხოლოდ ერთ მათგანში, #23–ე ციხისჯვრის სარჩევნო უბანში ხუთი წევრი შევიდა. როგორც #45–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ლევან დევიძე ამბობს, ამ უბანზე მხოლოდ ხუთი განაცხადი იყო შესული, რაც შეეხება მეექვსე წევრს, მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ უნდა მიიღოს.

#45–ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 564 განაცხადი იყო შესული, მათან 419 დაკმაყოფილდა. ექვს–ექვსი წევრით დაკომპლექტდა ბორჯომის – 30, ასპინძის – 23 და ახალქალაქის – 17 საარჩევნო უბანი.

უკვე შერჩეულია კანდიდატები #46 მაჟორიტარულ ოლქშიც. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში – 53 უბანი, ხოლო ნინოწმინდის მასშტაბით – 36 უბანი დაკომპლექტდა.

შეგახსენებთ, რომ საოლქო კომისიებს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის ვადა 23 აგვისტომდე ჰქონდათ. თუმცა თითოეულ ოლქში ექვსი წევრის შერჩევით უბნების დაკომპლექტება არ სრულდება. საბოლოოდ, საუბნო კომისიის კიდევ 7 წევრს, 8 სექტემბამდე პარტიები დანიშნავენ, რის შემდეგაც, უბნები ადგილზე გაიხსნება.

საბოლოოდ, თითოეული უბანი საარჩევნო კომისიის 13 წევრით განისაზღვრება.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.08.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში 15 აგვისტომდე

10.08.2020 ‘ენზელ მკოიანს და მის ოჯახს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან, ითხოვენ 5 მლნ დოლარს’ – ადვოკატი

09.08.2020 ახალქალაქის საავადმყოფოში ჩხუბში მონაწილე სულ სამი პირი შეიყვანეს

09.08.2020 ‘ბევრ ქალაქს არ აქვს ბედნიერება, რომ თავისი სახელობის წმინდანი ჰყავდეს’ – მიტროპოლიტი თეოდორე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 212 უბანი გაიხსნება
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
1766 განაცხადი სამცხე–ჯავახეთში საუბნო კომისიის წევრობისთვის
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ახალციხე–ადიგენის ოლქში საუბნო კომისიების დაკომპლექტება დასრულდა
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა