FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის სატყეო-სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

მთავარისაზოგადოება 24.01.2013
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სატყეო-სამმართველოს უფროსად ვიქტორ კირცხალია დაინიშნა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო-სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
კირცხალიამ აღნიშნულ თანამდებობაზე ფრიდონ ტაბატაძე ჩაანაცვლა. ტაბატაძე იმის შესახებ, დატოვა თუ დაატოვებინეს თანამდებობა, არ საუბრობს: ”აღარ ვარ სატყეოს უფროსი და ხომ მაქვს უფლება, რომ კითხვებზე აღარ გიპასუხოთ?!”

კირცხალიამ აღნიშნული პოსტი 10 იანვრიდან დაიკავა: ”ვაკანსია გამოცხადდა, შევიტანე განაცხადი და დააკმაყოფილეს”.

ვიქტორ კირცხალია ოჩამჩირეში დაიბადა, ამავე ქალაქში სკოლა 1990 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პარალელურად, მუშაობდა ვაკე-საბურთალოს რაიონში პოლიციაში, ამიტომ გადაწყვიტა განათლება იურიდიული მიმართულებითაც მიეღო და სახელმწიფო უნვიერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აქ სწავლა 2002 წელს დაამთავრა. 2005 წელს, როდესაც გარემოს დაცვის ინსპექცია შეიქმნა მუშაობა სამეგრელო ზემო-სვანეთის ბიუროში სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსად დაიწყო. აქ სამ წელს დარჩა, შემდეგ კი ქვემო ქართლში სატყეო-სამმართველოს მონიტორინგის უფროსად დაინიშნა, ბოლოს კომპანია ”ბი-პი”-ში მუშობდა.

კირცხალია ამბობს, რომ პოლიტიკასთან შეხება არასდროს ჰქონია, შესაბამისად არც ”ქართულ ოცნებასთან” ასოცირდებოდა. უფრო მეტიც, აქამდე არჩევნებში მონაწილეობაც არ მიუღია: ”გასული წლის ოქტომბერში პირველი შემთხვევა იყო, რომ არჩევნებზე მივედი. ხმა საქართველოს უკეთეს მომავლს მივეცი და გამიმართლა კიდეც”.

ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთი უკანონო ჭრების თვალსაზრისით რთული რეგიონია: ”თუმცა ამ მხრივ არანაკლებ რთულ რეგიონში მიმუშავია და ვფიქრობ საქმეს თავს აქაც წარმატებით გავართმევ”.

კირცხალიას განცხადბით, მას შემდეგ რაც უფროსად დაინიშნა სატყეო სამმართველოში საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა და არც იგეგმება: ”აქ ძველი მეტყევეები და კვალიფიციური კადრები არიან. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, როდესაც ახალი უფროსი მოდის და თანამშრომლებს ათავისულფებენ სამსახურიდან”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსის შესახებ გაურკვევლობაა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებლის მოადგილე შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამცხე–ჯავახეთში ახალი უფროსი ჰყავს
ადიგენში საკადრო ცვლილებები დაიწყო
სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა