FM97.5 / LIVE

ოთარ დანელია აბაშის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 22.08.2016
აბაშის მუნიციპალიტეტის სამისოფელისმოსახლეობას 500 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების საშუალება ექნებათ.

ოთარ დანელია აბაშის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო [R]

შპს "საქართველოს მელიორაცია“ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შპს "საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

კეთილარის დამშრობი არხის სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 400 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 32 კმ-იანი სადრენაჟე არხის გაწმენდა ხორციელდება. რეაბილიტაციის შედეგად სადრენაჟე მომსახურება აღდგება 3 სოფლის 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე. სამუშაოები ტარდება ანჯელის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციის II ეტაპის ფარგლებში.

"სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ბოლო 4 წლის მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მელიოლირებული ფართობი 45 000 ჰა-დან 106 000 ჰა-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის ბოლომდე ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. ანჯელის არხის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია სამეგრელოს რეგიონისთვის. წლების მანძილზე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში არ ჩატარებულა. პროექტის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, გაიწმინდება 100 კმ-მდესადრენაჟეარხი და ადგილობრივ მოსახლეობას 1500ჰექტრამდე მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

2016 წლისათვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამშრალი მიწის ფართობი 16 540 ჰექტრამდე გაიზარდა.

დღეისათვის რეგიონში მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 2 936 950 ლარის ღირებულების 4 სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ დრენირებული ფართობი 1 550 ჰექტრით გაიზრდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კახეთში სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს [R]
ლევან დავითაშვილმა სენაკში დამშრობი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]
ოთარ დანელიამ გურიაში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა [R]
წყალტუბოში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა [R]
მთის არხის რეაბილიტაცია დაასრულდა [R]
ქვემო ქართლში 4 000 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი [R]
ვეჯინში  სარწყავი წყლის მიწოდება  აღდგება [R]