სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხეში მასწავლებლებს შეხვდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 19.08.2016
სკოლის განვითარების, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილი პროექტები განათლების მინისტრმა სამცხე–ჯავახეთის მასწავლებლებს გააცნო.

ალექსანდრე ჯეჯელავა ახალციხეში მასწავლებლებს შეხვდა

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯლავა ახალციხეს დღეს, 19 აგვისტოს სტუმრობდა. მასწავლებლებთან შეხვედრა ახალციხის მეხუთე სკოლაში გაიმართა. მინისტრს ბორჯომის, ადიგენის, ასპინძისა და ახალციხის საჯარო სკოლების პედაგოგები შეხვდნენ.

ჯეჯელავამ მასწავლებლებს განუცხადა, რომ სასწავლო პროცესი მეტად მოქნილი უნდა იყო იმისთვის, რომ სკოლის მოსწავლეები დაინტერესდნენ. მან სწავლების პროცესში თანამედროვე მეთოდების გამოყენების უპირატესობაზეც ისაუბრა.

„ვგეგმავთ, რომ რეგიონებში პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგები ჩავატაროთ“,–განაცხადა განათლების მინისტრმა ალექსანდერე ჯეჯელავამ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ პედაგოგი არის ასაკიანი და აქვს გაკვეთილის ჩატარების შესაძლებლობა, სკოლიდან არ უნდა გათავისუფლდეს.

მინისტრმა „თავისუფალი გააკვეთილების“ შესახებ ისაუბრა: „ამ გაკვეთილზე არ ექნებათ ბავშვეს დავალების შესრულების ვალდებულება, არანაირი ჟურნალები და არ იქნებიან ბავშვები შეზღუდული. როგორც ენდომებათ ისე დასხდებიან, თუნდაც ფანჯრის რაფაზე“.

მისი განმარტებით, „თავისუფალი გაკვეთილები“ სხვადასხვა თემაზე იქნება. გაკვეთილის ჩატარებისთვის 3.000 ლარი იქნება გამოყოფილი, ამ თანხიდან 1000 ლარი სკოლას დარჩება, 1000 ლარი პედაგოგის ხელფასი იქნება, დარჩენილ 1 000 ლარს კი, სასწავლო მასალების შესაძენად გამოიყენებენ: „ამ გაკვეთილების ჩატარების შემდეგ, სამი თვის თავზე, მასწავლებელმა უნდა წარადინოს გაკვეთილის ჩატარების ანგარიში“.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„ფიზიკის სახელმძღავნელოში ძალიან ბევრი შეცდომაა, როდესაც ვეუბნები ბავშვებს, რომ წიგნში შეცდომაა და ჩემი ნათქვამია სწორია, ცოტა ეჭვისთვალით მიყურებენ. ხომ არ იგეგმება სახელმძღავნელოს შეცვლა“,–ჰკითხა მინისტრს მეხუთე საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა მაია თათეშვილმა.

მინისტრმა უპასუხა, რომ სახელმძღვანელოებში დაშვებული შეცდომები აუცილებლად გამოსწორდება.

რუსული ენის სახელმძღვანელოს სირთულეზე ისაუბრეს საგნის მასწავლებლებმა.

„რუსულის საგანს მეტი ინტერესი ეკუთვნის“, –აღნიშნა მინისტრმა.

ადიგენის, სოფელ ღორთუბნის სკოლის მოსწავლეებმა ალექსანდრე ჯეჯელავას დამწვარი სკოლის თემით დაინტერესება სთხოვეს. მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ ამ საკითხს მოიკითხავს.

პედაგოგებთან შეხვედრა თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

„მიხარია, რომ ჩვენ ყველა კვირას ვხვდებით მასწავლებლებს, რაც მნშვნელოვნია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ეს მასწავლებლები შეძლებენ, რომ ახალი ქართული სკოლა გააცოცხლონ და განავითარონ“,–განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

რას ნიშნავს და ვისთვის იქნება დისტანციური გაკვეთილები
განათლების მინისტრი ახალციხის სკოლების პედაგოგებს შეხვდა
არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ
ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’
განათლების მინისტრმა ახალციხელ პედაგოგებს სისტემაში დაგეგმილი ცვილებები გააცნო
ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩვენი სტრატეგიაა მივხედოთ პატარა სკოლებს’
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა