FM97.5 / LIVE

ახალციხის თემში 'მთის კანონი' უკვე 7.780 პირს ეხება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.08.2016
ახალციხის გამგეობაში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, ჩამორთმევის, შეჩერებისა და განხილვის მიზნით შექმნილმა საბჭომ, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 768 პირს მიანიჭა, ჯამში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტატუსი 7.780 პირს აქვს.

ახალციხის თემში 'მთის კანონი' უკვე 7.780 პირს ეხება

„პირველადი რეგისტრაციით 15 თებრვლამდე სტატუსი მიენიჭა პედაგოგებს, სოციალურად დაუცველებს, საჯარო სფეროში დასაქმებულ პერსონალს, რამაც ჯამში 7012 კაცი შეადგინა. ჩვენ ინდივიდუალური განცხადებებით 800–მა პირმა მოგვმართა, აქედან მხოლოდ 32–ს ეთქვა უარი“, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი თამილა ადვაძე.

მისივე თქმით, 7 კაციან საბჭოს, რომლსაც კონკრეტული სოფლის გამგებლის წარმომადგენელიც ესწრება დამატებით 800 განცხადება აქვს განსახილველი.

„დაჩქარებული წესით გავიხილავთ აგვისტოს ბოლომდე, რომ მოვასწროთ და სტატუსი მივანიჭოთ. კარდაკარ მოვიარეთ პენსიონერები. ვიყავით ასევე სოციალური პაკეტის მიმღებ პირებთან და შშმ პირებთან, ვისაც 1 სექტემბრიდან შეღავათებით სარგებლობა უწევს და დამოუკიდებლად დოკუმენტების შეგროვებას ვერ შეძლებდა“, – განმარტავს თამილა ადვაძე.

1 იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები მოქალაქე სტატუსის მინიჭების შემდეგ ყოველ პირველ და მეორე ახალშობილზე, ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან 100 ლარიან დახმარებას მიიღებს. მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე კი 200 ლარს–ორი წლის განმავლობაში.

თამილა ადვაძის განმარტებით, თანხა იმ ახალშობილის მშობლებს გადაეცემა, რომლის ერთერთი–დედა ან მამა მაღალმთიანის სტატუსის მქონეა. შეღავათი სტატუსის მინიჭების შემდეგ ამოქმედდება: „განაცდურ თვეებზე ვერ მიიღებს. რაც შეეხება დანარჩენ შეღავათებს 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და ამიტომ ვჩქარობთ“.

ახალციხის თემში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 32 სოფელს და 1 ქალაქს აქვს მინიჭებული. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამატებით 4 სოფლისთვის სთხოვენ სტატუსის მინიჭებას. ესენია: მუგარეთი, ზემო სხვილისი, წყრუთი და გურკელი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში სტატუსის გარეშე 13 სოფელია დარჩენილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

რამდენ სოფელს არ აქვს მაღალმთიანი დასახლების  სტატუსი სამცხე–ჯავახეთში
ასპინძაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 7.930 პირს აქვს
ახალციხის მუნიციპალიტეტში ‘მთის კანონის’ შეღავათები 264 პედაგოგს ეხება
რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ
ადიგენის 6 სოფელი 'მთის სტატუსის' მოთხოვნით აქციას მართავს
როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი