FM97.5 / LIVE

ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 19.08.2016
საქართველოს პრეზიდენტმა გამგებლებისა და მერების რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნები ჩატარდება ახალციხეში, ბოლნისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჭიათურასა და ხარაგაულში. ახალციხეში მერს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი გამგებლებს აირჩევენ.

ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა

შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განკარგულება ასევე კონტრასიგნირებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ.

შეგახსენებთ, ”ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები წარადგინა. ეს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს.

სამცხე–ჯავახეთში რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ ახალციხეში უნდა ჩატარდეს, ვინაიდან, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში, ახალციხის ყოფილი მერი გიორგი კოპაძეა.

ახალციხის მერის მსგავსად, უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ ჭიათურის, ბოლნისის, ხარაგაულის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების გამგებლებს.

რაც შეეხება საკრებულოებს, კანდიდატად წარდგენილია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს სამი წევრი.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" ყოფილი მერი, გიორგი კოპაძე, ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად 7 აგვისტოს წარადგინა. 9 აგვისტოს ყოფილმა მერმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება. მისი განცხადება საკრებულოს წევრებმა ცნობად 10 აგვისტოს მიიღეს. იმავე დღეს, მერის მოვალეობის შესრულება ვიცე მერს, ილია ზარდიაშვილს დაეკისრა.

მერიის დატოვებისას გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნებში შესაძლოა მერობის ერთ–ერთი კანდიდატი ვიცე მერი ილია ზარდიაშვილი იყოს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხვალ გაირკვევა, იქნება თუ არა ახალციხის მერის არჩევნებიც 8 ოქტომბერს
ახალციხის მერმა გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება
ახალციხეში შესაძლოა თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს
გიორგი კოპაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ მერობის  კანდიდატი  ზარდიაშვილი იყოს“.
გიორგი კოპაძემ ახალციხის მერია დატოვა
ახალციხის მერს  15 057 ამომრჩეველი აირჩევს
გიორგი კოპაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა