FM97.5 / LIVE

'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.08.2016
სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ გადაწყვეტილებით, ახალციხის ციხის მთავარ შესასვლელთან არსებული საპარკინგე ადგილი შლაგბაუმით ჩაიკეტა.

'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს

მეორე დღეა, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ტურისტებისთვისა და მოქალაქეების მანქანებისთვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილი დაკეტილია. ტერიტორიაზე შესვლა და ავტომობილის, ასევე ავტობუსის გაჩერება, მხოლოდ ციხის ადმინისტრაციასა და „ჯინო ველნეს რაბათის“კლიენტებს შეუძლიათ.

„განახლებული კონპლექსის გახსნის დღიდან ის ადგილი არის გაქირავებული სასტუმრო „ჯინო ველნესზე“ , 212 კვადრატული მეტრი. ეს ადგილი გათვალისწინებული უმეტესად სასტუმროს კლიენტებისთვის, ასევე ციხის ადმინისტრაციისთვის და საპატიო სტუმრებისთვისაა“,– განმარტავს ახალციხის ციხის დირექტორი ზაზა თამარაშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასტუმრომ იმიტომ მიიღო, რომ სასტუმროს კლიენტებს მანქანის დასაპარკინგებელი ადგილი აღარ რჩებოდათ. ციხის დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს სწორი ფორმაა.

შეკითხვაზე ხომ არ შეუქმნის საპარკინგე ადგილის ჩაკეტვა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს პრობლემას, თამარაშვილი გვპასუხობს: „ამ საპარკინგე ადგილების გარდა გვაქვს სხვა ადგილებიც. დიდი საპარკინგე ადგილია მაღლა, ციხის მეორე შესასვლელში. ასევე, ქვედა ტერიტორიაზე გვაქვს, ამიტომ ტურისტები არ შეფერხდებიან“.

იმის გასარკვევად, რატომ მიიღო სასტუმროს ადმინისტრაციამ საპაკინგე ადგილის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათის“ მენეჯერს თეონა ჩოკოლაშვილს მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. მენეჯერმა განაცხადა, ამ საკითხის გასარკვევად არ სცალია.

'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს

'ახალციხის ციხეზე' ქვედა საპარკინგე ადგილი ჩაკეტეს

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში პირველი სასტუმრო გაიხსნა
"ჯინო ველნეს რაბათის" წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა
ახალციხის ციხის დირექტორი: 'წელს თანამშრომლების დამატება დაგვჭირდება'
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის
ახალციხის ციხეზე შშმ პირების საპირფარეშოს კარში ეტლი არ ეტევა
სასტუმრო ‘ჯინო ველნეს რაბათის’ ბუღალტერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
„ჯინო ველნეს რაბათის“ წინააღმდეგ სამოქალაქო საქმის გამოკვლევა დასრულდა