FM97.5 / LIVE

800 თუ 330? – რამდენი ლამპიონი შეიცვალა ბორჯომის პარკში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.08.2016
რამდენი ლამპიონი და ბოძი შეიცვალა ბორჯომის პარკში სტიქიის შემდეგ, – „სამხრეთის კარიბჭეს“ ადგილობრივი თვითმმართველობა და ბორჯომის პარკის ადმინისტრაცია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის.

800 თუ 330? – რამდენი ლამპიონი შეიცვალა ბორჯომის პარკში

5 აგვისტოს სტიქიამ ყველაზე მეტად ბორჯომის ისტორიული, ცენტრალური პარკი დააზარალა. ძლიერმა ქარმა ფესვიანად მოგლიჯა ასწლოვანი ხეები. ტოტებმა დააზიანა გარეგანათების ბოძები და ლამპიონები.

ბორჯომის პარკის დირექტორი ლადო გელაშვილი აცხადებს, რომ შეიცვალა დაახლოებით 800 ლამპიონი და 10–მდე განათების ბოძი.

„ბევრი იყო ლამპიონები და ყველა შეძენილია. ნუ 800 ლამპიონი ვთქვათ. დაახლოებით 4 იყო თუ 10 ბოძი და შეიცვალა. ზოგი გარემონტდა, გამაგრდა, გადაიბა და ა.შ. ხიდები კარგ მდომარეობაში იყო. ამ ეტაპზე ყველაფერი მოწესრიგებულია“, – ამბობს იგი.

რა ოდენობის თანხა დასჭირდა ამ ყველაფერის შესაძენად, გელაშვილი ასე გვპასუხობს: “არავის არაფერი არ გამოუყვია ჯერჯერობით. თანხები არც გასულა, არც შემოსულა. გაკეთდა ყველაფერი, ასე ვთქვათ პირადპირი მოლაპარაკებით, თანხები ჯერ არ დახარჯულა, ალბათ დაიხარჯება. ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული. ორგანიზაცია ვართ და გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაზიანულები შევცვალოთ“.

განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან:„ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში 5 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზიანებული ლამპიონები მთლიანად გამოიცვალა. აღდგენითი სამუშაოები ტერიტორიაზე უმოკლეს დროში შესრულდა. პარკის თანამშრომლებისა და ააიპ "გარე განათების" წარმომადგენლების ერთობლივი მუშაობით,განათების 110 ბოძზე 330 სანათი შეიცვლა“.

რა ოდენობის ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად ბორჯომის მუნიციპალიტეტს და მათ შორის ცენტრალურ პარკს ჯერ დათვლილი არ არის.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პარკში გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულებულა
9 აგვისტომდე ბორჯომის პარკში შესვლა უფასო იქნება
ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება
ბორჯომის პარკი სტიქიის შემდეგ [Photo]
ბორჯომის პარკში მომუშავე მეწარმეები: დავზარალდით და სეზონიც შეფერხდა
განახლებული ლამპიონები და არასაკმარისი განათება
ბორჯომის ისტორიულ პარკში შადრევანი დაზიანებულია