FM97.5 / LIVE

”მესხეთი” ისევ დამფინანსებელს ეძებს [Photo]

მთავარისაზოგადოება 24.01.2013
არაერთხელ დაშლილი საფეხბურთო გუნდი ”მესხეთი” კვლავ აღდგება, თუმცა, ვინ დააფინანსებს გუნდს და რა ბედი ეწევა ცენტრალურ სტადიონს, ამ ეტაპზე უცნობია.

”მესხეთი” ისევ დამფინანსებელს ეძებს [Photo]
ახალციხის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ გუნდის შეკრება გაზაფხულიდან დაიწყება. გუნდს სახელი შეუნარჩუნდება.
ახალი გუნდი სპორტული სკოლის გუნდის აღსაზრდელებით დაკომპლექტდება, ძველებიდან კი რამდენიმე დაბრუნდება.

აღდგენის შემდეგ გუნდი პირველ ლიგაში ასპარეზობას ვერ შეძლებს, რადგან ცენტრალური სტადიონი შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. გუნდი მეორე ლიგაში ითამაშებს.

ვინ დააფინანსებს გუნდს ამ ეტაპზე უცნობია, ისევე როგორც ის, მოწესრიგდება თუ არა სტადიონი.

შეგახსენებთ, რომ უსახსრობის გამო ”მესხეთი” არაერთხელ დაიშალა. ბოლოს გუნდს ადგილობრივი ბიზნესმენი ნიკა სარჯველაძე აფინანსებდა. მისი დაფინანსებით 2011 წელს გუნდმა წარმატებებსაც მიაღწია. გუნდი თანადაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც ელოდა და რადგან ვერ მიიღო, სარჯველაძემ გუნდის დაფინანსება შეწყვიტა. რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს, ”მესხეთის” ფინანსური მხარდაჭერისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხა ბოლოს 2009 წელს, 120 000 ლარი გამოიყო. მას შემდეგ გუნდს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება არ მიუღია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კახა კოპაძე ამბობს, რომ გუნდის აღდგენა მარტივი არ არის.

”ვფიქრობთ გუნდის აღდგენაზე, მაგრამ რა სახით აღდგება და როგორ, ეს ჯერ არ ვიცით. ფინანსების საკითხიც გასარკვევია. მაგრამ, გუნდი რომ აუცილებლად უნდა აღდგეს, ეს ზუსტია”, - ამბობს კახა კოპაძე

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ მათი გაანგარიშებით, სტადიონის სრულად გარემონტებას ერთი მილიონი ლარი სჭირდება. მაისურაძის თქმით, გუნდს სავარჯიშოდ ყველა ინვენტარი აქვს, მათ თანხა ძირითადად ფეხბურთელების ხელფასებისთვის, ტრანსპორტირებისა და კვებისთვის სჭირდებათ

”ვმუშაობთ, რომ ახალციხის ცენტრალური სტადიონი გავაკეთოთ. ჩვენ მინდვრის საფარის გაკეთება გვევალება. მთლიანად სტადიონის გაკეთებას მარტო ვერ შევძლებთ, მუნიციპალიტეტიც უნდა დაგვეხმაროს”, - გვეუბნება
სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძე.

კულტურის სამსახურში ამტკიცებენ, რომ გუნდის აღდგენას სტადიონი არ უშლის ხელს და სტადიონის გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე გუნდის ხელახლა აღდგენა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ”მესხეთი” უმაღლეს ლიგაშიც გადავიდა, თუმცა, 2009 წელს, ფინანსების არასებობისა და მოუწესრიგებელი სტადიონის გამო უმაღლეს ლიგას გამოეთიშა და კვლავ პირველ ლიგაში დაიწყო თამაში. ფინანსური პრობლემების გამო ”მესხეთმა” ვერც გასული წლის საფეხბურთო სეზონზე ითამაშა. რამდენად წარმატებული იქნება გუნდის აღდგენის უკვე მერამდენე მცდელობა, მომავალი გვიჩვენებს. თუმცა, ფაქტი ერთია, ყველა თანხმდება, რომ ფეხბურთში ფინანსებს არც თუ მცირე მნიშვნელობა აქვს.



[ნინო ბერიძე, ახალციხე]


29.09.2020 საფეხური: როგორ დავიცვათ მოსწავლეები კორონავირუსთან დაკავშირებული სტრესისგან [აუდიო]

28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სომხურ თემს ახალციხიდან ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს

29.09.2020 ‘ვმსჯელობთ, როგორ დავეხმაროთ სომხეთს’ - ახალციხეში სომხური თემი იკრიბება [ფოტო]

29.09.2020 სავაჭრო ობიექტებსა და ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდება – ბესიკ ამირანაშვილი

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
'მესხეთის' პრეზიდენტი: ფინანსური პრობლემების გამო გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა
‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო
ახალციხეში ფეხბურთის გუნდი ‘სამცხე’ ჩამოყალიბდა
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდები წელსაც ლიგაში დარჩენას ეცდებიან
ახალგაზრდული გადაცემა: უფულო ფეხბურთელები [Video]