FM97.5 / LIVE

”დელტა-ნეტი” თუ ”სილქნეტი”- კონკურენცია ახალციხეში [Video]

მთავარიეკონომიკა 24.01.2013
ახალციხეში ახალი ინტერნეტ-პროვაიდერი ”დელტა-ნეტი” გამოჩნდა; რომელ პროვაიდერს ანიჭებენ უპირატესობას აბონენტები და უწევს თუ არა ”დელტა-ნეტი” კონკურენციას ”სილქნეტს”;

”დელტა-ნეტი” თუ ”სილქნეტი”- კონკურენცია ახალციხეში [Video]
კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები მაკა ფეიქრიშვილი ”დელტა-ნეტის” ერთ-ერთი პირველი აბონენტია. ამბობს, რომ მომსახურებით კმაყოფილია: ”სიჩქარე კარგია, ხარვეზები თითქმის არ არის”.

ხარვეზებზე არც ”სილქნეტის” აბონენტი ნათია ზედგინიძე საუბრობს: ”მე ძალიან კმაყოფილი ვარ ”სილქნეტის” ინტერნეტით. სწრაფიც არის და ხარვეზებიც არ არის”.

თუმცა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ”სილქნეტის” მომსახურებით უკმაყოფილოა.

”ძალიან ხშირად არის დარღვევები, ამ წუთასაც გათიშული მაქვს ინტერნეტი. როცა ვრეკავთ ოფისში, რეაგირება გვიან ხდება. ზოგჯერ თვეობით მაქვს გათიშული” , - სწუხს კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები ვიკა ბარბაქაძე.

ამავე ქუჩაზე მცხოვრები თაკო ჯაფარიძე უკვე ”დელტა-ნეტის” მომხმარებელი გახდა: ”დელტა-ნეტი შემოვიდა თუ არა, მაშინვე შევცვალეთ ”სილქნეტის” ინტერნეტი. ხშირად ითიშებოდა და სიხშირეც დაბალი ჰქონდა”.

”დელტა-ნეტის” ინტერნეტის ინსტალაცია ახალციხის უბნებში ეტაპობრივად მიმდინარეობს. შესაბამისად, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ამ ინტერნეტზე ჯერ არ მიუწვდება ხელი.

”ჩემს უბანში ახლა მიმდინარეობს ინსტალაცია და ვაპირებ ”დელტა-ნეტის” ინტერნეტი შევიყვანო. ”სილქნეტის” ინტერნეტით კმაყოფილი არ ვარ”, - ამბობს ცხრა აპრილის ქუჩაზე მცხოვრები დათო კურტანიძე.

კომპანია ”დელტა-ნეტი” საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2012 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შპს ”დელტა-კომის” პარტნიორი ორგანიზაციაა და ოპერირებს ”დელტა-ნეტის” ქსელს საქართველოს მასშტაბით. ”დელტა-ნეტს” საქართველოს მასშტაბით ორი დამოუკიდებელი კაბელი გააჩნია: თბილისი-სარფი და თბილისი-ახალციხე-ვალე.

რეგიონების ათვისება ”დელტა-ნეტმა” რამდენიმე თვის წინ დაიწყო, შესაბამისად, უკმაყოფილო აბონენტები ნაკლებად ჰყავს. კონკრეტულად რამდენი აბონენტი ჰყავს ”დელტა-ნეტს”, კომპანიაში ამბობენ რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. ”დელტა-კომის” აღმასრულებელი დირექტორის გია ჯალიაშვილის თქმით, ახალციხის ათვისებას სრულად აპირებენ.

” ქალაქს რაც შეიძლება მალე ავითვისებთ, ამჟამად რამდენი მომხმარებელი გვყვავს, ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით. კონკურენციაზე რა გითხრათ, ეგ თემა არ მაინტერესებს”, - გვითხრა გია ჯალიაშვილმა.

”დელტა-ნეტი”მომხმარებელს რამდენიმე პაკეტს სთავაზობს: 20-ლარიან, 30-ლარიან, 40 ლარიან, 60-ლარიან და 100-ლარიანი პაკეტებს.

”30 ლარიანი პაკეტით ვსარგებლობ და საკმაოდ სწრაფი ინერნეტი მაქვს”, -ამბობს კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები მაკა ფეიქრიშვილი.

რაც შეეხება ”სილქნეტს” იგი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. ”სილქნეტი” სს "გაერთიენებულმა ტელეკომმა", შპს "ვანექსმა" და შპს "აჭარის ელექტროკავშირმა" ბიზნესის კონსოლიდაციის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დააარსა. ”სილქნეტი” მომხმარებელს 20, 27, 30, 40 და 100-ლარიან ინტერნეტ-პაკეტებს სთავაზობს.

ახალციხის ”სილქნეტის” ოფისში კომენტარს არ აკეთებენ. ”სილქნეტის” რეგიონული განყოფილების უფროსმა გია წიქარიშვილმა თბილისის სათაო ოფისში გადაგვამისამართა. სათაო ოფისში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატები მოვიძიეთ, თუმცა სამი დღის გნმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით მათთან დაკავშირებას. ტელეფონის ნომერს: 0322 2 10 00 00 არავინ უპასუხა.

Gallup Organisation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სახლში ინტერნეტი მოსახლეობის მხოლოდ 29 %-ს აქვს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სახლში ინტერნეტტთან ხელმისაწვდომობაზე ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქცეყნებში ფიქსირდება.შვედეთსა და სინგაპურში ეს მაჩვენებელი 93 %-ს შეადგენს, დანიაში - 92 %-ს, ნიდერლანდებში - 91 %-ს, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში 89 %-ს, კანადაში ტაივანში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ კორეაში კი - 87 %-ს.

ამ მაჩვენებლით საქართველოს ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა უსწრებს, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. რეიტინგის მიხედვით სახლში ინტერნეტი აქვს რუსეთის მოსახლეობის 51 %-ს, ბელორუსში - 50 %-ს, მოლდოვაში - 42 %-ს, უკრაინაში - 40 %-ს, ყაზახეთში - 33 %-ს.Gallup Organisation-ის მიერ კვლევა ტარდებოდა 2011 წლის განმავლობაში მსოფლიოს 148 ქვეყანაში.



[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „დელტა ნეტის“  აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ
ახალციხის ცენტრალურ პარკში WIFI განაახლეს
რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ, პარკში თავისუფალი WIFI ჩაირთო
ვინ გახდა ფეხბურთის  ტურნირის გამარჯვებული უწყებებს შორის
ახალციხის ცენტრალურ ნაწილს დილიდან ინტერნეტი არ მიეწოდება
ვარძიის ქუჩას ინტერნეტი არ მიეწოდება
მინი ფეხბურთის ჩემპიონატში გამარჯვება "დელტამ" მოიპოვა