FM97.5 / LIVE

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2016
ახალციხეში, აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. გარდაცვილების ოჯახის წევრებს მერიამ პურის საცხობი გადასცა, გამგეობამ კი 200–200 ლარი ჩაურიცხა.

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს

დღეს, 14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ომის დროს გარდაცვლილ გმირთა სახელზე პანაშვიდი გადაიხადა.

ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილმა ადგილობრივი თვითმმართველოს წარმომადგენელებმა და მოქალაქეება ომში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეს ძალიან მძიმე დღეა. ახალციხიდან გვყავდა ისეთი მამულიშვილები, რომლებმაც თავი გაწირეს ქვეყნისთვის. მინდა ვთქვა, რომ არავის ღვაწლი არ იქნება დავიწყებული“,– განაცხადა ახალციხის ვიცე მერმა ილია ზარდაშვილმა.

სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ფოლკოლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ ომში დაღუპულ გმირების საპატივსაცემოდ სხვადასხვა საგალობლები შეასრულა. გარდა ამისა, სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ მეომრებისთვის ლექსი წაიკითხა.

მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივით, აფხაზეთის ომში გარდაცვლილების ოჯახის წევრებს საჩუქრად პურის საცხობები გადასცეს. ახალციხის გამგეობამ კი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 5 ოჯახს, რომელთა ოჯახის წევრები ომში დაიღუპნენ, 200–200 ლარი ჩაურიცხა.

შეგახსენებთ, რომ 1992–93 წლებში აფზახეთის ომში სამცხე–ჯავახეთის რეგიონიდან 16 მებრძოლი დაიღუპა მათ შორის: 4 ადიგენის, 8 ახალციხის, 2–2 კი ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან იყო. ომში მიღებული ჭრილობების გამო 14 ჯარისკაცი დაინვალიდდა.

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


14.03.2019 უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება - ბატიაშვილი

11.03.2019 2019 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად რეგისტრაცია 12 მარტიდან იწყება

10.03.2019 2020 წლიდან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდება

07.03.2019 ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.03.2019 ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა

17.03.2019 დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

17.03.2019 17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

16.03.2019 ახალციხის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს
როგორ გაიხსენეს სამცხე–ჯავახეთში  სოხუმის დაცემის დღე
ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
25 წელი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტიდან – ახალციხეში გმირები გაიხსენეს
ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული მეომრები გაიხსენეს [Photo]
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა – ახალციხეში გმირები გაიხსენეს