FM97.5 / LIVE

მერვე დღეა ახლობლები 40 წლის გემელი ნებაძეს ეძებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.08.2016
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში მცხოვრები გემელი ნებაძე სახლიდან 5 აგვისტოს გავიდა. ახლობლების ინფორმაციით იგი თურქეთში სამუშაოდ წავიდა და მას შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან.

მერვე დღეა  ახლობლები  40 წლის გემელი ნებაძეს ეძებენ
„თურქეთში სახერხზე უნდა ემუშავა. გვითხრეს გზაში ორჯერ ცუდად გამხდარა, საავადმყოფოშიც მიუყვანიათ. ადგილზე ჩასულებს მეპატრონეს გამოუცილებია მუშაობას ვერ შეძლებო. ამის მერე არ ვიცით სად წავიდა“, – ამბობს გემელი ნებაძის შვილი.

მისივე თქმით, მცდელობის მიუხედავად დაკარგულის კვალი ამ დრომდე ვერ მიაგნეს:“ხაშურში ჩავედით საიდანაც გაემგზავრნენ. მძღოლმა გვითხრა ბაქოს რეისს გამოვაყოლეთო, მაგრამ არსად ჩანს.ტელეფონზეც ჩავურიცხეთ, რომ დაერეკა, მაგრამ გამორთული აქვს“.

ახლობლების ინფრმაციით თურქეთში სამუშაოდ 5 კაციანი ჯგუფი წავიდა, მათ შორის რამდენიმე ადიგენიდან არის:“თურქეთიდან მოდიან იმ ქალაქში საძებრად, სადაც სავარაუდოდ შეიძლება იყოს. ჩვენ არ ვიცის ის ქალაქი. გვეუბნევიან საზღვარი არ აქვს გადმოკვეთილი მამაშენსო. პოლიციაში კი განგვიმარტეს თურქეთის პოლიცია დაიწყებს დღეიდან ძებნასო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გემენი ნებაძის საქმესთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ამ ადამიანის კვალი იკარგება თურქეთის ტერიტორიაზე, შექმნილია ძებნის საქმე და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“, – აცხადებენ შსს–ში.

მერვე დღეა  ახლობლები  40 წლის გემელი ნებაძეს ეძებენ

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

07.07.2020 ახალციხეში 29 წლის მანანა მჭედლიძეს სასწრაფო ოპერაციისთვის თანხა სჭირდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

გემელი ნებაძეს ისევ ეძებენ –  თანამგზავრი მასთან ბოლო შეხვედრას იხსენებს
15 დღეა აწყურში დაკარგულ ქალს ეძებენ
სოფელ წნისში დაკარგულ მამაკაცს მაშველები მეოთხე დღეა ეძებენ
საქართველოდან თურქეთში გადასვლა მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს შეუძლიათ
თურქეთში ახალქალაქიდან მოპარული 19 სული საქონელი ნახეს
მასობრივი დაპატიმრებები თურქეთში
მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს  მეთორმეტე დღეა ეძებენ