FM97.5 / LIVE

ახალციხის სპორტსკოლაში პრობლემებზე საუბრობენ

მთავარისაზოგადოება 24.01.2013
ახალციხის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში ჩემპიონატებისთვის ემზადებიან. სპორტსმენები წარმატებულ წელიწადს ელოდებიან, მწრთვნელები კი სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

ახალციხის სპორტსკოლაში პრობლემებზე საუბრობენ
სპორტსკოლის სარემონტო სამუშაოები 2011 წელს დაიწყო და 2012 წელს დამთავრდა. სკოლაში სველი წერტილები გაკეთდა და დარბაზები გარემონტდა. სარემონტო საუშაოები ორ ეტაპად იყო დაგეგმილი, პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა, წელს მეორე ეტაპის დაწყებას ელოდებიან.

სპორტსკოლის დირექტორი გრიგოლ ტაბატაძე ამბობს, რომ სკოლას ყველაზე მეტად გათბობისა და ინვენტარის პრობლემა აქვს. სპორტსმენებს ვარჯიში მოძველებული სავარჯიშოებით უწევთ.

”ზოგ ოთახს ღუმელით ვათბობთ, გოგონების ოთახში დენის გამათბობელი შევიტანეთ, დარბაზებში კი გათბობა არაა. ინვენტარი ძალიან ცოტაა, რაც გვაქვს ისიც ხელნაკეთი და ძველია”, - ამბობს სკოლის დირექტორი.

მოკრივეთა მწვრთნელი არტურ ამბარიანიც აღნიშნავს ინვენტარის არქონას და ამბობს, რომ სპორტსმენებისთვის ფორმები არ აქვთ. უჭირთ ვარჯიში, რადგან ხელთათმნები და ის ატრიბუტები არ გააჩნიათ, რომელიც ვარჯიშისათვის აუცილებელია.

მძლეოსანთა მწვრთნელი კი სარბენი ბილიკის არარსებობაზე საუბრობს და სპორტული ფეხსაცმლის არქონაზე ამახვილებს ყურადღებას.

”შიპიანი ბუცებიმ რომელიც მძლეოსანს სჭირდებამ ძნელად საშოვნელია. საქართველოში ფაქტობრივად შეუძლებელია ამ ფეხსაცმლის შეძენა. სპორტსმენები მას საზღვარგარეთიდან იწერენ. ჩვენთვის კი ეს დიდ სირთულეს წარმოადგენს”, - ამბობს მძლეოსანთა მწვრთნელი დიანა გოგოლაძე.

შეჯიბრებებზე სპორტსმენები ერთმანეთის ბუცებს იცვამენ და ისე ასპარეზობენ.

”მიუხედავად ბევრი სირთულეებისა, ჩვენ მაინც სიამოვნებით ვვარჯიშობთ და მომავალი ჩემპიონატებისთვის ვემზადებით”, - ამბობს მძლეოსანი მარი მარტინენკო.

ყველაფრის მიუხედავად, სპორტსკოლაში ბავშვების რაოდენობა იზრდება. ამჟამად სკოლაში მძლეოსნობის, ძალოსნობის, ფეხბურთის, ჭადრაკის, კრივისა და თავისუფალი ჭიდაობის წრეები ფუნქციონირებს. თებერვლიდან კი რაგბისა და კიდბოქსინგის გუნდების დამატებას გეგმავენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში გვარწმუნებენ, რომ მიმდინარე წელს სკოლას დაფინანსება 30 პროცენტით გაეზარდა.

”დაგეგმილია სკოლის უზრუნველყოფა ინვენტარით”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა კახა კოპაძემ.

ახალციხის სპორტსკოლაში პრობლემებზე საუბრობენ

[ნინო ბერიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნახევრადგარემონტებული სპორტსკოლა
78 წელი სპორტის სამსახურში
მესხი მძლეოსნები ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადებიან
ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება
ახალციხის ააიპ ‘მძლეოსნობის სპორტულ კლუბს’ დაფინანსება 33 500 ლარით ეზრდება
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
რა ეტაპზეა პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები