FM97.5 / LIVE

სასწრაფო დახმარება - ცენტრალიზებული და ნელი

მთავარი 24.01.2013
ექვსი თვეა, რაც სასწრაფო დახმარების სამსახურის კოორდინაცია ცენტრალიზებული გახდა. ადგილობრივ მოსახლეობას სასწრაფო დახმარების გამოძახება ხშირად უჭირს. სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახების ადგილზე მოსვლაც, ცენტრალიზებულობის გამო, ხშირად გვიანდება.

სასწრაფო დახმარება - ცენტრალიზებული და ნელი
ახლახანს ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლე დაეცა და ფეხი იტკინა, სისხლი წამოუვიდა და მთელი სკოლა დატრიალდა. დირექტორმა მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

სკოლის მასწავლებელი ანაიდ ჟამქოჩიანი მიიჩნევს, რომ ასეთი სამსახურები ადგილზე უნდა მუშაობდნენ.

„მან ვერ შეძლო ახსნა, მე თბილისში ოპერატორს რუსულად ველაპარაკე. მათ უამრავი კითხვა დაგვისვეს: რომელ კლასშია, გვარი, რამდენი სისხლი დაკარგა. ოპერატორს კითხვებზე ალბათ 10 წუთი ვპასუხობდი, შემდეგ ვუყვირე, რომ ჩვენ სასწრაფო დახმარებაში ვრეკავთ და დროზე მოვიდნენ. რას მეკითხებით ამდენს, ბავშვს სისხლი მოსდის, შეიძლება რაიმე დაემართოს“, - გვიამბო ანაიდ ჟამქოჩიანმა.

2012 წლის 1 ივნისიდან სასწრაფო დახმარების კოორდინაცია ცენტრალიზებული გახდა. თუ ადამიანს სასწრაფო დახმარების გამოძახება უნდა, ჯერ რეკავს თბილისში ოპერატორთან, უხსნის მას ვის და რატომ სჭირდება სასწრაფო დახმარება და მანქანა სად უნდა მივიდეს, შემდეგ ოპერატორი თბილისიდან უკავშირდება ახალქალაქში მყოფ ოპერატორს, ინფორმაციას გადასცემს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს სასწრაფო დახმარების მანქანა მზადებას და გადის გამოძახების მისამართზე.

ყველაფერი კარგად იქნებოდა, მისამართები რომ არსებობდეს და დრო არ იკარგებოდეს ახსნაზე, სად უნდა მივიდეს სასწრაფო. მუნიციპალიტეტის სოფლებში ქუჩები და მისამართები არ არის და ხშირად ხდება, რომ ადამიანს, ვისაც ამ სოფლებზე წარმოდგენა არ აქვს, 10 წუთი უნდა უხსნა და თანაც არაერთხელ. ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახებისას ხალხი დიდხანს ემზადება, ეძახის ნათესავებსა და ახლობლებს, რათა მანქანას სადმე მარტივად მოსაგნებ ადგილზე დახვდნენ, რადგან თბილისელი ოპერატორისთვის ახსნა, სად დგას ესა თუ ის სახლი, არაფრით გამოდის, ბოლოს კი ამბობენ, რომ სასწრაფო მოვიდეს სკოლასთან, მაღაზიასთან ან ეკლესიასთან და იქ მას დახვდებიან.

სოფელ კორხის მცხოვრები რაფიკ აივაზიანი, მთლიანობაში, სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობით კმაყოფილია, მაგრამ გამოძახების ცენტრალიზებული სისტემა არ მოსწონს.

„ჩვენი ტელეფონის ნომერიც მივეცით. აქაური ოპერატორი რომ ყოფილიყო, მას ეცოდინებოდა რომელი სოფელია, სადაა, იქ კი რეკავ და ერთ კითხვაზე იძულებული ხარ, რამდენჯერმე უპასუხო, აუხსნა რომელ სოფელში მოვიდეს და კონკრეტულად სად. დრო კი მიდის“, - ამბობს რაფიკ აივაზიანი.

მას არც ის მოწონს, რომ ასეთ რთულ მომენტებში მშობლიურ ენაზე ლაპარაკი არ შეუძლიათ. სახლში, სადაც სასწრაფო დახმარებას იძახებენ, ყოველთვის არ არის ადამიანი, ვინც რუსულად ლაპარაკობს და მით უმეტეს, ქართულად. ამიტომ სასწრაფოს გამოძახებამდე იმისთვისაც უნდა მოემზადო, რომ სახლში რუსულად მოლაპარაკე ადამიანი მაინც გყავდეს.

ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის ოპერატორი სილვა ფილოიანი მიიჩნევს, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრალიზებულ კოორდინაციას უარყოფით მხარეებთან ერთად, დადებითიც აქვს.

„როცა ვეუბნებოდით, რომ თავისუფალი მანქანა არ არის და დაცდაა საჭირო, არ სჯეროდათ, ეგონათ, ვატყუებდით, თბილისში რეკავდნენ და ჩიოდნენ. ახლა ამას უკვე თბილისი ეუბნებათ და მათაც სჯერათ. ამ კუთხით სისტემა კარგია, მაგრამ მისვლის დროის თვალსაზრისით, ცუდია. რადგან, ჯერ თბილისი იგებს, შემდეგ ჩვენ, მერე ჯგუფი ემზადება, ბევრი დრო გადის, ამიტომაც ბევრი გვიჩივის“, - ამბობს ოპერატორი სილვა ფილოიანი.

მისი თქმით, თბილისიდან ტელეფონის ნომერსაც იგებენ, ვინც სასწრაფო გამოიძახა და ამ ნომრის მეშვეობით არეგულირებენ სასწრაფო დახმარების მანქანის მოძრაობას, თუ დანიშნულების ადგილზე მისვლა გაუჭირდებათ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების სამსახური დღეში საშუალოდ 5-დან 20-მდე გამოძახებას ემსახურება. ხშირია გამოძახებები გულის უკმარისობის, ჰიპერტონიისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების მიზეზით.

სასწრაფო დახმარების სამსახური ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფელს და ქალაქ ახალქალაქს ემსახურება. სამსახურს ტექნიკა ჭირდება, მათ მხოლოდ ორი მანქანა აქვთ, ისინიც ძალიან ძველია და ხშირად გზაში მწყობრიდან გამოდის.

მედდა გაიანე ქოსიანი ამბობს, რომ ისედაც რთული სამუშაო არსებული პირობების გამო კიდევ უფრო რთულდება.

„გზები ცუდია, განსაკუთრებით ზამთარში გამოძახების ადგილამდე ძლივს ჩავდივართ. მანქანაში ძალიან ცივა. მძღოლი და სამედიცინო პერსონალი სიცივისგან ვიყინებით. როცა ავადმყოფი მძიმე მდგომარეობაშია, გვაჩქარებენ, მაგრამ როგორ ვიაროთ უფრო სწრაფად მოუწესრიგებელი მანქანით და თანაც ასეთ გზებზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს ვაკეთებთ. არის სოფლები, სადაც ჩასასვლელად 45 წუთი გვჭირდება, შორეული სოფლებიდან კი გამოძახებები ხშირია“, - ამბობს სასწრაფო დახმარების მედდა გაიანე ქოსიანი.

ახალქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურში 30 თანამშრომელია. ჯგუფი შვიდი ადამიანისგან შედგება, ორ მანქანაზე. ორი ექიმი, ორი მედდა, ორი მძღოლი და ერთი ოპერატორი. თანამშრომლები ჩივიან, რომ ასეთი მძიმე სამუშაოსთვის დაბალი ხელფასები აქვთ.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 მანქანა გადაეცა
ჭელის რწმუნებულის ოჯახში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს
სამმართველოში სასწრაფო გამოიძახეს
ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი შენობა აქვს
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკი განახლდა
ადიგენში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი აშენდება
ნინოწმინდაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შენდება