FM97.5 / LIVE

‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2016
„აქ ისეთი რაღაცეები გამოვცადეთ, რომ სნაიპერი ახლა მხოლოდ კისტის თოფია, რომლითაც მე ჩიტებს დავდევდიო“, – აგისტოს ომის გმირის, არტემ ბალახაშვილის მამა, შვილის ომის ამბებს იხსენებს. ბალახაშვილის გაზრდაცვალებიდან დღეს 8 წელი შესრულდა.

‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან

2008 წლის აგვისტოს ომს, ადიგენის სოფელ უდიდან, ორი მებრძოლი შეეწირა. ერთ–ერთი მათგანი არტემ (ალიკა) ბალახაშვილი იყო. 22 წლის ჯარისკაცი რუსულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.

‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან არტემ ბალახაშვილი 2007 წლიდან სამხედრო სამსახურში კონტრაქტით იმყოფებოდა. როცა ქვეყანაში საგანგაშო სიტუაცია გამოცხადდა, 6 აგვისტოს შვებულებიდან გამოუძახეს. ღამე ადიგენის სოფლიდან ქუთაისში წასვლა ვერ მოახერხა და მეორე დღემდე გადავადება ითხოვა.

7 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე ქუთაისში გამოცხადდა. იმავე დღეს, საკუთარ ბატალიონთან ერთად, ცხინვალში შევიდა. ოჯახის მოსაკითხად დარეკა და სიმართლე მხოლოდ სიძეს გაუმხილა.

„სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო“, – იხსენებს არტემ ბალახაშვილის მამა გურამ ბალახაშვილი.

კაპრალი ბალახაშვილი ქუთაისის III ბრიგადაში, 31–ე ბატალიონში მსახურობდა. იგი ცხინვალში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ოჯახში პერიოდულად რეკავდა და მშობლებს ამშვიდებდა.

"მე მეზობელ სოფელში ვიყავი სამუშოდ, დედამისს ურეკავდა და დედა რომ ტიროდა, აქეთ ამშვიდებდა, რა გატირებს, არაფერი ხდება, ნუ ნერვიულობო. 10 აგვისტოს, საღამოს, მეც ველაპარაკე, ვუთხარი, შვილო ფრთხილად იყავი, ღამე სიგარეტს ნუ მოსწევ, სნაიპერები იქნებიან, რა იცი რა ხდება– მეთქი. მითხრა, მამა, აქ ისეთი რაღაცეები გამოვცადეთ, რომ სნაიპერი ახლა მხოლოდ კისტის თოფია, რომლითაც მე ჩიტებს დავდევდიო“ , – ამბობს გურამ ბალახაშვილი.

ხუთი დღე იბრძოდა, 11 აგვისტოს კი რუსული კასეტური ბომბის მსხვერპლი გახდა.

‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან "11–ში დილით დამირეკა, კიდევ გავაფრთხილე, ფრთხილად იყავი, არ დამღუპო–მეთქი და ზუსტად 11 აგვისტოს, პირველის ნახევარზე დაიღუპა... ოცეული შემოვლაზე იყო დაბომბვა რომ დაიწყო, იქ მდგარ ბინას შეაფარეს თავი. რომ ვნახე, წამომცდა – რა გინდოდა შვილო აქ, ამ შენობაში რა გინდოდა მეთქი?! იქ ადგილობრივებმა მითხრეს, შენ არ იცი აქ რა ხდებოდაო. პატარა მილების ნახვრეტებს ვეძებდით, რომ თავი სადმე შეგვეყო, მთავარია თავი დაგვეფარაო. 11–ში გამოსული იყო უკვე ბრიგადები, ზღვაზე იყვნენ განლაგებული. ესენი კი თავიდან მიაბრუნეს“, – იხსენებს მეომრის მამა.

არტემ ბალახაშვილის ოცეულიდან სამი ადგილზე დაიღუპა, ორი გზაში, დანარჩენები კი დაიჭრნენ.

შვილის დაღუპვის ამბავი ოჯახმა 12 აგვისტოს გაიგო. ცხედარის გადასასვენებლად ორი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მესამეჯერ უკვე ადგილზე მებრძოლის მამა და ნათესავები წავიდნენ. ცხედარს14 აგვისტოს გორის ერთ–ერთ ჰოსპიტალში მიაგნეს .

"ადგილზე მთავარი ექიმი დაგვხვდა. მითხრა, ყველა წავიდა, მხოლოდ მე და დარაჯი დავრჩით, დაბომბვის დროს ელექტროენერგია რომ გათიშულიყო, გენერატორები ხომ უნდა ჩამერთო, ხომ არ გავაფუჭებდი ამ ვაჟკაც ბიჭებსო?! მერე მიგვიყვანა ზუსტად იმ მაცივართან... როგორია, როცა შენი შვილი საკუთარი ხელით გამოგყავს იქიდან, მე რომ კიდევ ჭკუაზე ვარ, მიკვირს... ამოცნობა არ სჭირდებოდა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ეძინა. კასეტური ბომბი ერთი ჰქონდა მარცხენა ფეხში გავლილი, გულში ჰქონდა მოხვედრილი ზურგის მხრიდან, ისე, რომ წინ გამოსულიც არ იყო, ბრონის ჯილეტი ჰქონდა გახვრეტილი“, – იხსენებს გურამ ბალახაშვილი.

‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან არტემ ბალახაშვილის სახელის უკვდავყოფისთვის საკუთარი ოჯახი ზრუნავს. 2009 წლიდან გურამ ბალახაშვილი სოფელ უდეში, შვილის სახელობის ფეხბურთის ტურნირს საკუთარი სახსრებით ატარებს. იმავე სოფელში, სასაფალაოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება ეკლესია.
მეომრის სახელს ატარებს დაბა ადიგენის ცენტრალური ქუჩა და სოფელ უდის საჯარო სკოლის სპორტული მოედანი.

22 წლის კაპრალი ბალახაშვილი ოჯახის შექმნას გეგმავდა.

"შეყვარებული ჰყავდა. იმ გოგომ სკოლის ბანკეტიც შავი კაბით იქეიფა... უნდოდა ცოლად მოყვანა, მაგრამ აღარ დასცალდა“, – ამბობს აგვისტოს ომის გმირის მამა.

‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან
'თუ საქართველოში ომი დაიწყო, ვეღარ გადავრჩები, ბიჭებს ვერ დავტოვებო' – აგვისტოს ომის ადიგენელი გმირი
'სანამ მე არ დაგირეკავ, შენ ნუ დარეკავო' - ალექსანდრე ზაზაშვილი, აგვისტოს ომის გმირი
აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს ადიგენის ბიუჯეტიდან 300 ლარი გადაეცემათ
ტარიელ ქამაშიძე – აგვისტოს ომის გმირი ასპინძიდან
აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის საეფეხბურთო ტურნირი
ომარ მელიქიძე: ‘ერგნეთს რომ ვტოვებდით,  ბომბები ისროლეს,  ფეხი მაშინ დავკარგე’