FM97.5 / LIVE

ტარიელ ქამაშიძე – აგვისტოს ომის გმირი ასპინძიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2016
აგვისტოს 8–დღიან ომს სამცხე–ჯავახეთიდან 6 ადამიანი შეეწირა, მათ შორის, 20 წლის ტარიელ ქამაშიძე ასპინძიდან.

ტარიელ ქამაშიძე – აგვისტოს ომის გმირი ასპინძიდან
ტარიელ ქამაშიძის სახელობის წყარო მის მშობლიურ სოფელში, მირაშხანში

ტარიელ ქამაშიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში, 1988 წლის 20 აპრილს დაიბადა. როგორც მისი მშობლები ყვებიან, საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წავიდა, მისი დასრულების შემდეგ კი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. სამხედრო სამსახურში მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე იმსახურა.

შვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახს 9 აგვისტოს შეატყობინეს. უთხრეს, რომ კაპრალი ტარიელ ქამაშიძე 9 აგვისტოს, როკის გვირაბთან, სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა.

გარდაცვლილის მამა მიხეილ ქამაშიძე შვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს: „ღუდუშაურის კლინიკაში იწვა ჩემი მეუღლე სამკურნალოდ, ყოველ საღამოს გამოდიოდა და გვნახულობდა. ბოლოს დიდუბეში „მარშუტკაში“ ჩაგვსვა და გამოგვაცილა, მას მერე აღარ მინახავს და არც ტელეფონით მისაუბრია. მეოთხე ქვეითთა ბრიგადაში მსახურობდა .9 აგვისტოს გვითხრეს, რომ ჩვენი შვილი დაიღუპა. ზოგი ამბობს ცხინვალში იყოო, ზოგიც როკის გვირაბთანო. ზუსტად არ ვიცი“.

ოჯახის წევრებმა ტარიელ ქამაშიძის ომში წასვლის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„ტელეფონით ველაპარაკე. გახარებული იყო მალე ერაყში უნდა წავიდე და ცაში უნდა ავფრინდეო. საქართველო ზემოდან უნდა დავინახოო. ახლა სროლებზე უნდა გვავარჯიშონო“, – იხსენებს გარდაცვლილის დედა ზეინაბ ქამაშიძე.

მისი თქმით, ტარიელს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა: „მითხრა ერაყიდან რომ ჩამოვალ, ბათუმში ბინას ვიყიდი, მანქანასაც და მე და ჩემი ძმა ერთად ვიცხოვრებთო, მაგრამ აღარ დასცალდა. ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავდა, ფულს გამოგიგზავნი და იმკურნალე, მალე გამოჯანმრთელდიო. თვითონ კი... არ ვიცი რა ვთქვა“.

ტარიელ ქამაშიძე – აგვისტოს ომის გმირი ასპინძიდან 20 წლის ახალგაზრდის ცხედარი სოფელში გარდაცვალებიდან ორთვე–ნახევრის შემდეგ ჩამოასვენეს. თუმცა ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ეს მათი შვილი არ არის. 2015 წლის აპრილში მიღებული დე–ენ–ემ–ის პასუხების მიხედვით, ტარიელ ქამაშიძის ცხედარი თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზეა დაკრძალული.

„შვილი შვილია, რა მნიშვნელობა აქვს ვისია, ისიც ხომ საქართველოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. თბილისში ხშირად წასვლას ვერ ვახერხებ და აქ გავდივარ საფლავზე. დღეს ტელევიზორში ნაჩვენები კადრებით ვეფერები ჩემი შვილის სულს. ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, რომ წავსულიყავი“, – ამბობს მიხეილ ქამაშიძე.

ტარიელი ქამაშიძეების შუათანა ვაჟიშვილი იყო. ოჯახის უფროსი ვაჟი სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს, უმცროსი კი იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

გარდაცვილილის მშობლები ამბობენ, რომ უსაზღვრო წუხილის მიუხედავად დიდი სიამაყის გრძნობა აქვთ.

„ჩვენი შვილი სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. ასე ინება ღმერთმა. დღემდე არ გვტოვენებ უყურადღებოდ. დღესაც იყვნენ ამოსული, ჩემი შვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს“, – ამბობს მიხელი ქამაშიძე.

„ძნელია, დღემდე ვერ მოგვინელებია ეს უბედურება. ომის დაწყებამდე, წინა დღეს, რამდენიმე წუთით დარეკა, ჩემი ძმა მამუკა არ მპასუხობს ტელეფონს და სად არისო? მალევე გამითიშა, უფროსებო მოდიან და აკრძალული გვაქვს ტელეფონზე ლაპარაკიო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი“, –ამბობს ზეინაბ ქამაშიძე.

აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ტარიელ ქამაშიძის მშობლიურ სოფელ მირაშხანში 2011 წელს მისი სახელობის მემორიალი და წყარო გაიხსნა.

ტარიელ ქამაშიძის ოჯახს 2009 წელს ვახტანგ გორგასლის სახელობის მესამე ხარისხის ჯილდო გადაეცა. ყოველთვიურად ოჯახი 1.000 ლარიან დახმარებას იღებს.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 ასპინძაში სახალხო დღესასწაული ‘ასპინძობა’ პირველად ჩატარდება

24.01.2020 ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

24.01.2020 კოხტა-პლატოს სასრიალო ტრასა გაიხსნა

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ასპინძის ხელისუფლებამ პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპული ტარიელ ქამაშიძის  ხსოვნას
ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]
ასპინძაში მცხოვრები 28 წლის ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს
გიორგი კოპაძემ აგვისტოს ომში დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო
'თუ საქართველოში ომი დაიწყო, ვეღარ გადავრჩები, ბიჭებს ვერ დავტოვებო' – აგვისტოს ომის ადიგენელი გმირი
სამცხე –ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს
‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან