FM97.5 / LIVE

რატომ გადახადა მეხუთე ე.წ. წითელი სახურავი ქარმა კორპუსს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.08.2016
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროს გაკეთებული ე.წ. პრეზიდენტის წითელი სახურავებიდან, ახალციხეში სახურავი უკვე მეხუთე კორპუსს გადაეხადა.

რატომ გადახადა მეხუთე ე.წ. წითელი სახურავი ქარმა კორპუსს

მეხუთე დღეა ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე 163–ე კორპუსს სახურავის ნაწილი არ აქვს. სახურავის გარეშე მრავალბინიანი შენობა 3 აგვისტოს მოსული სტიქიის შემდეგ დარჩა.

მრავალბინიანი შენობა ზუსტად ოთხი წლის წინ ინდმეწარმე რუსუდან ბალახაშვილმა გადახურა. მასთან ხელშეკრულება 108.895 ლარზე 2012 წლის 15 აგვისტოს დაიდო, ოღონდ ამ თანხით ბალახაშვილმა ე.წ. ხუთსართულიანების დასახლებაში ექვსი კორპუსი გადახურა.

მაშინ „ნაციონალების“ ხელისუფლებამ სტიქიის გამო ახალციხეში პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით 152 შენობა წითლად შეღებილი რკინის ფირფიტებით გადახურა. პროგრამა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე განხორციელდა და მას შემდეგ ქალაქში, ე.წ. პრეზიდენტის წითელი სახურავი უკვე ხუთ კორპუსს გადაეხადა.

„სტიქიამ ჩემი სახლიც დააზიანა, აქ მშენებელი და მეწარმე რა შუაშია არ ვიცი“, – აცხადებს რუსუდან ბალახაშვილი.

იგი, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, 2012 წლის 13 აგვისტოს, თამარაშვილის N8–შია რეგისტრირებული. ამბობს, რომ თავად სამშენებლო საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია და ინდმეწარმედ რეგისტრირებაც იმან სთხოვა, ვინც რეალურად კორპუსი გადახურა: „ის კაცი რუსეთში ცხოვრობს ახლა, ეროვნებით სომეხია. ადრე ბუღალტერიას ვუკეთებდი ხოლმე და მაგ პროექტშიც ბუღალტერი ვიყავი, ახლა მაგ კაცის საქმიანობასთან შეხება აღარ მაქვს“.

ვინ შეასრულა 163–ე კორპუსში სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივებმა არ იციან, თუმცა, ფიქრობენ, რომ თავის დროზე სახურავი უხარისხოდ გაკეთდა.

„ბოლო სამი თვე ქარს ლამის მოეხადა, მერე ხმაურმა კიდე უფრო მოიმატა. მერიაში ჩავედი, პირველ სართულზე რომ სხედან, იმათ ვუთხარი. მერე ამოვიდნენ მერიიდან, მშენებელიც მოიყვანეს, შეამოწმეს და თქვეს პრობლემა არაფერიაო. მაგრამ ახლა ხომ ფაქტია, რომ პრობლემა ნამდვილად იყო?!“ – აცხადებს 163–ე კორპუსში მცხოვრები შუახნის მამაკაცი, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე იმას, რომ მერიის წარმომადგენლები აღნიშნული კორპუსის სახურავის დაზიანების გამო ადგილზე იყვნენ მისულები, კატეგორიულად უარყოფს: „ვინც ეს თქვა, მოიტყუა, ასე რომ ყოფილიყო და სახურავს რაიმე პრობლემა ჰქონოდა, ჩვენ გვეცოდინებოდა“.

საწინააღმდეგოს აცხადებს მშენებელი მარდუნ სამპონჯიანი, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ ციმბირში ტელეფონით დაუკავშირდა: „ვიყავი მანდ ორი თვის წინ, არაფერი არ იყო გაფუჭებული, ყველაფერი რიგზე იყო. უბრალოდ ერთი შიფერი გავამაგრეთ, 2 ბლოკი დავუდეთ, რომ წყალი არ შესულიყო შიგნით“.

რაც შეეხება იმას თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა 2012 წელს აქ სამშენებლო სამუშაოები, ქალაქის მერი ამბობს: „რაც ვნახეთ, ძალიან სავალალო მდგომარეობაა, ძველი დამპალი ხეებითაა გაკეთებული თავის დროზე. ასე რომ არ ყოფილიყო, 4 წელში არ გაფუჭდებოდა“.

ოთხი წლის წინ, მაშინ როცა სახურავს ხურავდნენ, იქ რომ დამპალი ხეები იყო, ამაზე მშენებელიც საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ის რაც გაფუჭებული და გატეხილი იყო, შეცვალეს, დანარჩენს კი „ხელის მოკიდება არ სჭირდებოდა და იგივე დატოვეს“.

ვინ იღებდა გადაწყვეტილებას თუ რა უნდა დაეტოვებინათ ძველი სახურავის ნაწილიდან და რა უნდა შეეცვალათ ახლით, ამის შესახებ, მაშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისის ხელძღვანელს გელა დემეტრაძეს ვკითხეთ.

„ის რაც საღი და შესაცვლელი არ იყო, არ ვცვლიდით“, – ამბობს დემეტრაძე.

ასევე, შეკთხვაზე, რითი ხსნის იმ ფაქტს, რომ მათი გაკეთებული უკვე მეხუთე სახურავი გადახადა, ასე გვპასუხობს: „ჩემს ინტერესებშიც შედის, რომ თუ ვინმემ უხარისხოდ გააკეთა, პასუხი აგოს. ჩემი ბიძაშვილი და მამიდაშვილი არცერთი ყოფილა, მათ ფული გადავუხადეთ და სამშენებლო მასალა მივეცით, რომ ყველაფერი კარგად გაეკეთებინათ“.

სამპონჯიანი ირწმუნება, რომ მართლაც ყველაფერი კარგად გააკეთა: „მართალი კაცი ვარ, მე რა შუაში ვარ?! მანდ მთლიანი „ბალკები“ წაუღია ახლა, მაშინ ეგ „ბალკები“ არ შეგვიცვლია, ხოდა ჩემამდე, წლების წინ ეგ რუსებმა როგორ ააშენეს, არ ვიცი“.

რატომ დაზიანდა კორპუსის სახურავი ამას მერია შეისწავლის. თუმცა, დასკვნის დადებამდე, სახურავს შეკათებენ.

„რაც შეიძლება სრაფად უნდა გადაიხუროს, რომ ხალხი ცუდ დღეში არ აღმოჩნდეს. სარეზერვო ფონდში 40 ათასი ლარი გვაქვს და ვფიქრობ 20 ათასი ეყოფა გადახურვას. პროექტი დგება და ეს ყველაფერი დაითვლება“, – აცხადებს გიორგი კოპაძე.

ამ დროისთვის კორპუსის დაზიანების საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროც იკვლევს: „გამოძიება არა, ჯერ მოკვლევა დავიწყეთ“, – აცხადებენ შსს–ში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ვინ შეაკეთებს ახალციხეში კორპუსის გადახდილ სახურავს
ახალციხეში საპრეზიდენტო პროგრამით გადახურული სახურავები შემოწმდება
სახურავგადახდილი კორპუსის საქმეს პროკურატურა იძიებს
ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის
რატომ დაავალეს მშენებელ კომპანიებს 'პრეზიდენტის წითელი სახურავების' გადამოწმება
სტიქია ახალციხეში – კორპუსს სახურავი გადაეხადა [Photo]