სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს პარკიდან წაქცეული ხეები გამოაქვთ »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს პარკიდან წაქცეული ხეები გამოაქვთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2016
მეორე დღეა სტიქიის შედეგად დაზიანებულ ბორჯომის პარკში გაწმენდით სამუშაოებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული.

სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს პარკიდან  წაქცეული ხეები გამოაქვთ

140 –მდე მეტყევე დასუფთავებისა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს წაქცეული ხეების გამოტანაში ეხმარება.

ბორჯომში სტიქიის ზონაში სამცხე–ჯავახეთის და ქვემო ქართლის სატყეო სამსახურების თანამშრომლები მუშაობენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ქარბორბალასა და მეწყერის მიერ მოგლეჯილი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებით ჩაკეტილი პარკის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

მეტყევეებს პარკის ტერიტორიიდან ძლიერი ქარისგან წაქცეული ხეები გამოქვთ. მათი განმარტებით, გამოტანილი ხე–ტყე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცემა. ადგილობრივი თვითმმართველობა კი შეშას სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაურიგებს.
ბორჯომში იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი მოადგილე ირაკლი გოდუაძეც.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში სტიქიის შედეგად მოტეხილია ასობით ხე, ჩაიხერგა ე.წ პლატოს გზებიც. ადგილზე რჩებიან გარემოსდაცვითი ზედამხედევლობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 აგვისტოს, ბორჯომი ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარიშხალმა დააზარალა. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ბორჯომის ისტორიულ პარკს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აგვისტოს ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება არამდგრადი ამინდი. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ქარის შკვალური გაძლიერება და ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები აღინიშნოს.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

14.08.2018 26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

14.08.2018 ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სატყეო უბნის უფროსი: წლები დასჭირდება ბორჯომში დაზიანებული ტყის აღდგენას
ბორჯომში სტიქიის ზონა გარემოს დაცვის მინისტრმა მოინახულა
ციხისჯვარში სტიქიის შედეგად მოგლეჯილ ხეებს მოსახლეობას დაურიგებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელი ცუდი ამინდის შესახებ აფრთხილებს
უახლოესი დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდი იქნება
22 ივნისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება
9 აგვისტომდე ბორჯომის პარკში შესვლა უფასო იქნება