FM97.5 / LIVE

მინდია ჯანელიძე ბორჯომში სტიქიის ზონებს ათვალიერებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2016
კრიზისების მართვის საბჭოს ხელძღვანელი მინდია ჯანელიძე თანამშრომლებთან ერთად ბორჯომში იმყოფება.

მინდია ჯანელიძე ბორჯომში სტიქიის ზონებს ათვალიერებს

ამ წუთებში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე ლიკანში იმ ადგილებს ათვალიერებს, რომელბიც სტიქიამ განსაკუთრებით დააზიანა.

„აქედან პლატოს ტერიტორიაზე მივდივართ“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ჯანელიძესთან ერთად ლიკანში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ბორჯომში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრურის მინისტრსაც ელოდებიან.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს, ბორჯომში, რამდენიმე საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, იყო სეტყაც. უხვი ნალექის გამო, დაიტბორა ბორჯომის ქუჩები, გზებზე შეიქმნა საცობები, წყალი შევარდა პირველ სართულებზე ადგილობრივ მცხოვრებლებთან და კერძო ობიექტებში.

ე.წ. გოგირდის აბანოებში 20–მდე ადამიანი ჩარჩა, რომლებიც სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის განცხადებით, ბორჯომის პარკი სტიქიამ მთლიანად გაანადგურა.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა წაღვერის გზაზე ხეები მოტეხა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ძლიერმა ნიაღვარმა და მოტეხილმა ხეებმა თბილისი–ბორჯომის ცენტრალურ მაგისტრალიც ჩაკეტა, სადაც ასევე შეფერხებული იყო მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში.

ქარიშხალი და სეტყვა იყო ცემშიც.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს ელოდებიან
რა ხდება ამ დროისთვის ბორჯომში
ბორჯომში ქუჩების დასუფთავება დაიწყეს [Photo]
ბორჯომი სტიქიის შემდეგ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: ‘ბორჯომის პარკი განადგურებულია’
კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება ბორჯომის სტიქიის შესახებ
ბორჯომში გოგირდის აბანოებში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანეს