FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: ‘ბორჯომის პარკი განადგურებულია’

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.08.2016
ბორჯომს სტიქიასთან ბრძოლაში სამცხე–ჯავახეთის გუბენრატორის დავალებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტექნიკა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ეხმარებიან;

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: ‘ბორჯომის პარკი განადგურებულია’

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ამ წუთებში ბორჯომიდან წაღვერის მიმართულებით მიდის. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის გამო არავინ დაშავებულა, უვნებლად გადაარჩინეს გოგირდის აბანოებში ჩარჩენილი მოქალაქეები, თუმცა ინფრასტრუქტურა მნშვნელოვნად დაზიანდა.

„განადგურებულია ბორჯომის პარკი, ლამპიონებითა და ასწლოვანი ხეებით“, – აცხადებს მაჭუტაძე.

მისი თქმით, მან ახალციხიდან ბორჯომში წაიყვანა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მძიმე ტექნიკა, მათ შორის ტრაქტორი და გრეიდერი: „ასევე წამოვიყვანე სახანძრო და სამაშველო სამსახურები. გზებზე ჩამოუსლია ქვა–ღორღი და ამ წუთებში წმენდენ“.

როგორც გუბნერნატორი აცხადებს, ქალაქში დაგროვილი უხვი ნალექი სანიაღვრეებმა უკვე გაატარა, თუმცა გზაზე ნაშალი მასალაა მოდებული.
გუბერნატორი ამბობს, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტის ფული მიყენებულ ზარალს ვერ გაწვდება.

ამ დრომდე ჩაკეტილია გზა წაღვერის მიმართულებით. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ შსს–ში განუცხადეს პოლიცია მობილიზებულია და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

შეგახსენებთ, ახალციხის შემდეგ, დღეს, 4 აგვისტოს, სტიქიამ ბორჯომს შეუტია. ძლიერი წვიმა და სეტყვა ბორჯომში საღამოს დაიწყო. წვიმისგან მოვარდნილი ნიაღვრებისგან დაიტბორა ქუჩები, ქარისგან დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. როგორც თბილისისკენ მიმავალი ახალციხელები ამბობენ "სამხრეთის კარიბჭესთან",დატბორილი გზის გამო თბილისი–ახალციხის მაგისტრალზე საცობები იყო. ბორჯომში შუქი ამ დრომდე არაა. ქალაქში სამაშველო სამსახური მუშაობს.სეტყვა და ქარიშხალი იყო დღეს ცემშიც.

სტიქიამ ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებთ გზის ნაწილი ჩაკეტა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა წაღვერის გზაზე ხეები მოტეხა, რის გამოც ამ დროსთვის მოძრაობა შეფერხებულია.

სტიქიის გამო, ბორჯომში, ე.წ. გოგირდის აბანოებში 20 ადამიანი ჩარჩა. ყველა მათგანი უვნებლად გამოიყვანეს.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში გოგირდის აბანოებში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანეს
მინდია ჯანელიძე ბორჯომში სტიქიის ზონებს ათვალიერებს
სტიქია ბორჯომში –  ნიაღვარი აფთიაქში შევარდა [Video]
სტიქიამ ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით გზის ნაწილი ჩაკეტა
ბორჯომი სტიქიის შემდეგ
რა ხდება ამ დროისთვის ბორჯომში
სტიქია ბორჯომში – დატბორილი გზები და საცობები [Photo/Video]