FM97.5 / LIVE

შეცვლილი საგამოცდო სისტემა

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.01.2013
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო სემესტრიდან საგამოცდო სისტემა იცვლება.

შეცვლილი საგამოცდო სისტემა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ახალკაცი გვიხსნის, რომ მეორე სემესტრიდან სტუდენტები როგორც პროფესიული, ასევე არჩევითი საგნის დასკვნით გამოცდებს გამოცდების ეროვნულ ცენტრს ელექტრონული პროგრამით ჩააბარებენ: ”საგამოცდო საკითხებში მინიმუმ 200 ტესტი იქნება. ყველა სტუდენტს განსხვავებული კითხვები შეხვდება”.

საგნის გამსვლელი ქულა 51 იქნება. მათ, ვინც ბარიერს ვერ გადალახავს, გამოცდის თავიდან ჩაბარება შეეძლებათ. იმ შემთხვევაში თუ საგამოცდო ბარიერს მეორე ცდაზეზ ვერ გადალახავენ, კრედიტის გადახდა მოუწევთ.

მომდევნო სემესტრიდან ყურადღება მიექცევა დასწრების ქულასაც, რომელიც კვლავ შევა შეფასების სისტემაში. შუალედური გამოცდები როგორც ზეპირი, ასევე ტესტური გამოცდის სახით ჩატარდება. რა საგანი რა ფორმით ჩატარდება, ამას საგამოცდო ცენტრი გადაწყვეტს.

სტუდენტთა მოსაზრებები ცვლილებებთან დაკავშირებით ორად იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ დასქრებას ყუარდღება აუცილებლად უნდა მიექცეს.
”კარგია თუ დასწრების ქულა ისევ შევა შეფასების სისტემაში. ვფიქრობ, რომ თავისუფალმა დასწრებამ სტუდენტების ნაწილი გააზარმაცა”, - გვეუბნება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ გელაშვილი და აქვე ამატებს, რომ დადებითი მხარე აქვს ელექტრონულ გამოცდებსაც, - ”პასუხებს მაშინვე გავიგებთ და ლოდინი აღარ მოგვიწევს”.

ამავე ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ირაკლი ელბაქიძე, კი ფიქრობს, რომ დასწრების ქულა შეფასების სისტემაში არ უნდა შედიოდეს.
”დასწრება თავისუფალი უნდა იყოს. შესაძლებელია უნივერსიტეტის გაცდენა ზოგჯერ გარკვეული მიზეზების გამო მომიხდეს, ეს კი საწავლო ქულაზეც აისახება. ვისაც სწავლა უნდა, ისედაც ისწავლის”, - ამბობს იგი.

[ნინო გოგოლაძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ჩაჭრილი სტუდენტების ბედი
გამოცდები უნივერსიტეტში – აღდგენილი ელექტრონული სისტემა და რისკები
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა
სამი საგნის გამოცდის შედეგები დღეს გამოქვეყნდება
პედაგოგთა გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა
რას ფიქრობენ ახალციხეში ახალ საგამოცდო მოდელზე
ცვლილებები ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე