FM97.5 / LIVE

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.08.2016
ბუნებრივი მასალების: ხის, თექისა და ქსოვილისგან დამზადებული სათამაშოები: ანბანი სხვადასხვა ენაზე, ციფრები, ასაწყობი ფაზლები და თექის წიგნები – ორმა ახალციხელმა ქალმა მცირე ბიზნესი დაიწყო, რომლის ფარგლებში, ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელ სათამაშოებს აწარმოებენ.

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video]

ბუნებრივი საშუალებებისგან დამზადებული 40–მდე ექსპონატი მწარმოებლებმა დღეს ახალციხეში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამოფინეს. მათ სტუმრებს სათამაშოების დანიშნულებასა და თავიანთ საქმიანობაზე უამბეს.

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video] „იდეა, ოდესმე მეწარმოებინა ეკოლოგიურად უსაფრთხო სათამაშოები, ჩემი შვილის დაბადებისას გამიჩნდა. მისთვის სათამაშოების ყიდვისას სულ ვფიქრობდი, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა“, – ამბობს ერთ–ერთი მარმოებელი მანანა იაძე.

მანანა იაძემ, რომელიც ახალციხის მეშვიდე საჯარო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლაში სპეცმასწავლებელია, მცირე ბიზნესი კოლეგასთან, ინგა ნასყიდაშვილთან ერთად დაიწყო.

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video] მეგობრებს ჰქონდათ იდეა, მცირეოდენი დანაზოგი და ფართი საქმის დასაწყებად. იდეა ბიზნესად რომ ექციათ, გადაწყვიტეს, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შესაძლებლობები გამოეყენებინათ. პროექტი დაწერეს და გაიმარჯვეს კიდეც.

ამხანაგობამ „ისინი ჩვენს შორის არიან“, რომელიც მანანა იაძემ და ინგა ნასყიდაშვილმა დააარსეს, სახელმწიფო პროგრამიდან 8025 ლარი მიიღო. 2000 ლარი მათი თანამონაწილეობა იყო.

„სახელმწიფო პროგრამიდან მიღებული თანხით სადურგლო დანადგარები: სახერხი, სალაშინი, ჩარხი, ლობზიკი და ა.შ. შევიძინეთ. ამავდროულად, მოვიმარაგეთ მასალები და მუშაობა დავიწყეთ“, – ამბობს მანანა იაძე.

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video] 40–მდე სათამაშოს დამზადებას სამი თვე დასჭირდა. როგორც მანანა იაძე გვიხსნის, ახლა საქმიანობაში მწაროებლების ჩათვლით ექვსი ადამიანია ჩართული. ხის მასალისგან სხვადასხვა ფიგურებს ამზადებენ, შემდეგ მათ ხელით ხატავენ და გუაშებით ღებავენ: „გუაში სპეციალურად ავირჩიეთ, უსაფრთხოა ბავშვებისთვის“.





სათამაშოებს შორისაა: კუბიკების ანბანი ქართულ, სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; ციფრები; ხის ასაწყობი ფაზლები ზღაპრების გმირების, ასევე, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გამოსახულებით; თექისა და ქსოვილის წიგნები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: წელიწადის დროები; მცენარეები და ცხოველები; აუცილებელი ქცევები – თასმის, ელვა შესაკრავისა და ქამრის შეკვრის შესახებ და ა.შ. ასევე, თექის ნახატები მწერლების, პოეტების, მულთფილმებისა და ზღაპრების გმირებით და ასე შემდეგ. მათი შეფუთვაც უსაფრთხოა, ყველა ნაკრები თექის ტომარაშია მოთავსებული.

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video] „ეს ყველაფერი არის განმავითარებელი საშუალებები, რაც ავითარებს ბავშვებში სხვადასხვა უნარებს: კოგნიტურს, აკადემიურს, სოციალურს, ფუნქციურს და მოტორულს. გავითვალისწინეთ რა შეიძლება დასჭირდეთ ბავშვებს, მაგალითად, რომ იცოდნენ 112–ის შესახებ. შევეცადეთ ყველა სფეროს შევხებოდით“, – ამბობს იდეის ავტორი.

მისი განმარტებით, სათამაშოები ძირითადად განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის, დაწყებითი კლასებისა და ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული მოსწავლეებისთვის. თუმცა, მათი შეძენა და გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video] მწარმოებლები ნაწარმის რეალიზებას საკანცელარიო და სუვენირები მაღაზიებში ასევე, სკოლებსა და ბაღებში გეგმავენ. ამბობენ, რომ იმუშავებენ კერძო შეკვეთებზეც. მათივე თქმით, სათამაშოების ფასები ხელმისაწვდომი იქნება: „დაახლოებით 10 ლარიდან დაიწყება“.

„ამ ნამუშევრების ხიბლი ის არის, რომ ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული, ანტიალერგიულია და უსაფრთხოა ბავშვებისთვის“, – განაცხადა პრეზენტაციაზე სტუმრად მყოფმა ქალაქ ახალციხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ბერიძემ.

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video] როგორც მანანა იაძე ამბობს, დაწესბულება სათამაშოებით უკვე დაინტერესდა და მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ.

დღეს, ნამუშევრების მხოლოდ პრეზენტაცია მოეწყო. იდეის ავტორები ამბობენ, რომ ბევრად მეტ სათამაშოს დაამზადებენ და შეეცდებიან სამცხე–ჯავახეთის რეგიონს გასცდნენ.

„ძალიან შრომატევადი და ამავე დროს სახალისოა სათამაშოების დამზადება. გვაქვს იდეები და ვფიქრობ მასშტაბებს კიდევ უფრო გავზრდით“, - ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე მანანა იაძე და ამატებს, რომ სამომავლოდ ფიქრობენ შესაღებად გერმანული, ეკოლოგიუად სუფთა საღებავები გამოიყენონ.

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video]

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video]

ეკოლოგიურად უსაფრთხო, განმავითარებელი სათამაშოები – ორი ახალციხელი ქალის ბიზნესი [Photo/Video]

[ნინო ნარიმანიშვილი, ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველის აპარატმა უსაფრთხო სათამაშოს შესახებ კამპანია დაიწყო
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხის ბაღებს სათამაშოები გადაეცათ
თექის ნამუშევრების გამოფენა

მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბაღებს
შშმ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მეშვიდე სკოლაში
ახალციხის ბაღებს მერიამ სათამაშოები შეუძინა