FM97.5 / LIVE

ივლისში საქართველოს 764 022 ვიზიტორი ეწვია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.08.2016
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის ივლისის თვე 764 022 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3,5 %-ით მეტია.

ივლისში საქართველოს 764 022 ვიზიტორი ეწვია

რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში 3 400 335 ვიზიტი განხორციელდა, რაც 10,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+4,4%), სომხეთიდან (-7,4%), თურქეთიდან (-7,9%), რუსეთიდან (-2,7%) და უკრაინიდან (+18,4%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, ლიტვა და საფრანგეთი (შესაბამისად 25%, 16%, 7% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (35%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (69%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 33%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.

„აქვე მივუთითებთ, რომ საერთო ვიზიტორების დაბალი პროცენტით მატება განპირობებულია სსკგ „ყაზბეგი“-ს დროებითი შეფერხებით“, – აცხადებენ შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტში.

[sknews.ge]


13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

07.02.2020 ახალციხელი თამთა კაპანაძე Google-მა მოხალისედ შეარჩია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2020 ვარძიასთან სასტუმროს უკანონო მშენებლობის საქმე შესაძლოა სასამართლოში გაგრძელდეს

17.02.2020 ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა

17.02.2020 როგორი ამინდი იქნება სამცხე–ჯავახეთში ერთი კვირის განმავლობაში

17.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს: საქართველოში ვიზიტების რაოდენობამ 16.7%–ით მოიმატა
ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში 2 783 594 ტურისტი შემოვიდა
შსს: აგვისტოში საქართველოს 1 080 449 ვიზიტორი ჰყავდა
2015 წლის მაისში საქართველოს საზღვარზე 454 545 ვიზიტორი დაფიქსირდა
ივნისში საქართველოს საზღვარი 496 758–მა ადამიანმა გადმოკვეთა
2016 წლის დეკემბერში საქართველოს საზღვარზე  486 141 ვიზიტორი დაფიქსირდა
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა