FM97.5 / LIVE

სადავო ნორმა ‘მთის კანონში’ და არასამთავრობოების სარჩელი

მთავარისიახლე, სამართალი 02.08.2016
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „დემოკრატ მესხთა კავშირთან“ პარტნიორობით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

სადავო ნორმა  ‘მთის კანონში’ და არასამთავრობოების სარჩელი

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ(GDI),„დემოკრატ მესხთა კავშირთან“ (UDM) პარტნიორობით საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. სარჩელით მოთხოვნილია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

სადავო ნორმა  ‘მთის კანონში’ და არასამთავრობოების სარჩელი "სადავო ნორმა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ისარგებლონ კანონით დადგენილი ბენეფიტებით. ხოლო, საქართველოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები უცხოელები (უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები) ვერ სარგებლობენ მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონმდებლობით დადგენილი შეღავათებით, შესაბამისად ადგილი აქვს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას მოქალაქეობის ნიშნით", – აცხადებენ განცხადების ავტორი არასამთავრობოები.

მათივე განმარტებით, აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელით GDI, UDM-თან პარტნიორობით, საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენს და იცავს საქართველოში, კერძოდ ახალქალაქში, მუდმივად მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეების, გარნეკ ვარდესიანის და არტავაზდ ხაჩატრიანის ინტერესებს, რომელთაც უარი ეთქვათ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებაზე საქართველოს მოქალაქეობის არ ქონის გამო.

სადავო ნორმა  ‘მთის კანონში’ და არასამთავრობოების სარჩელი "აღნიშნული პირები წარმოადგნენ სს "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკოს ელექტრიკებს. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით1 წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ იბეგრება. შესაბამისად, გარნეკ ვარდესიანსა და არტავაზდ ხაჩატრიანს არ აქვთ საშუალება, ისარგებლონ, მათ შორის, ზემოაღნიშნული შეღავათით", – აცხადებენ საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში.

როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითულობთ, სარჩელი მომზადდა პროექტის „უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.

[sknews.ge]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესი იცვლება
ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ
მაღალმთიან დასახლებაში პენსია და დახმარება  იზრდება
სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ
როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი
მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა
ასპინძაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი 7.930 პირს აქვს