FM97.5 / LIVE

დღეიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.08.2016
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალციხეში მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ საინფრომაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი პირები ესწრებოდნენ.

დღეიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივებთან დღეს, 1 აგვისტოს ახალციხის იუსტიციის სახლში გაიმართა. სამინისტროში განმარტავენ, რომ შეხვედრის მიზანი მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ.

„რეფორმა საჯარო რეესტრს აძლევს იმის საშუალებას, რომ თუ კი ხარვეზია ავტომატურად კი არ დაახარვეზოს განაცხადი, არამედ მოქალაქეს დაეხმაროს რომ საბუთები მოგროვდეს და უფასოდ დარეგისტრირდეს ის მიწა, რომელიც ფაქტობრივად მას ეკუთვნის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთში დღევანდელი მდგომარეობით მიწის რეგისტრაციაზე 80 –მდე სარეგისტრაციო განაცხადია შესული.
ახალი კანონი მიწის რეგისტრაციის გამარტივებასთან დაკავშირებით 31 ივლისიდან ამოქმედდა. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

სამინისტროს ინფორმაციით დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%–მდეა რეგისტრირებული. ცვლილებების უმთავრესი მიზანი კი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა.

პროექტზე მუშაობისას გამოვლენილი მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემების აღმოსაფხვრელად სპეციალური კანონი მომზადდა, რომლის მიხედვით შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი.

მიწის გამარტივებულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის გარდა უკვე ჩატარდა გორში, თელავში, ქუთაისისა და ზუგდიდში.

დღეიდან მიწის რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
მიწის რეგისტრაცია მარტივდება – დეტალებზე დღეს სამცხე–ჯავახეთში იმსჯელეს
ინფორმაცია მიწის რეგისტრაციის მსურველთათვის
მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე იმსჯელეს[R]
სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება [R]
მიწის იდენტობის შესახებ ცნობას რწმუნებულები გამგეობის გარეშე გასცემენ