სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.08.2016
დღეს, 1 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქალაქ ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში  მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა 14 მაისს დაიწყო და სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამუშაოებისთვის 445.000 ლარია გათვალისწინებული. საზოგადოებრივი ცენტრი ვალესა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება.

სამშენებლო კომპანიის დირექტორის თამაზ ზუხბაიას განმარტებით, ცენტრის მშენებლობა დათქმულ დროზე ადრე დასრულდება: "ხელშეკრულება 12 სექტემბრამდე გვაქვს გაფორმებული, თუმცა ვფირქობთ, რომ ადრე დავასრულებთ. ხელისშემშლელი პირობები არ გვაქვს. ამ ეტაპზე მოპირკეთება, კედლის გამაგრება, თაბაშირ– მუყაოს სამუშაოები მიმდინარეობს. მონტაჟდება ვენტილაცია ,ელექტროობა“.

იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში  მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულავალის საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ 200 დასახელების მომსახურებით ისარგებლონ.

მინისტრის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში 27 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.
„სოფლებში, 27 ადგილას, ჩვენს მოხუცებს, შუა ხნის ხალხს და რაც მთავარია, ახალგაზრდებს მივეცით საშუალება, რომ სოფლიდან გაუსვლელად 200–ზე მეტი საჯარო სერვისი მიიღონ, ჰქონდეთ უფასო კომპიუტერი, ინტერნეტი, წიგნი, მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ქალაქ ვალეში  მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კიდევ 10 საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს: „ჩვენ ოთხი წლის თავზე გვექნება ძალიან სერიოზული მასშტაბური ინფრასტრუქტურა მთელი საქართველოს მასშტაბით. ის პრიორიტეტი, რაც მე ყოველთვის მქონდა, რომ სერვისების ხელმისაწვდომობა არ უნდა იყოს დიდი ქალაქების ფუფუნება იუსტიციის სახლების სახით, ამის მერე შეიძლება ჩაითვალოს მიღწეულად“.

საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართული.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

19.07.2018 ახალციხეში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ვალეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
თეა წულუკიანი ვალეში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის
ბარალეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
სოფელ კუმურდოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
წულუკიანი: ‘სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ უნდა იყოს’
აწყურში  საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
აწყურში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება