FM97.5 / LIVE

NDI: 17% „ოცნებას“ 13% კი „ნაციონალებს“ უჭერს მხარს

მთავარისიახლე, არჩევნები 29.07.2016
ახალგაზრდების უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობის მღებას არ აპირებს. ის უმრავლესობა კი, რომელიც არჩევნებზე წასვლას გეგმავს, უპირატესობას "ოცნებას" ანიჭებს;

NDI:  17% „ოცნებას“ 13% კი „ნაციონალებს“ უჭერს მხარს
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ივნისში ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა.

გამოკითხულთა 67% არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, 33% კი არა. მათ შორის ვინც არჩევნებში მონაწილეობის მღებას არ აპირებს, უმრავლესობა ახალგაზრდები არიან. უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა 58% არჩენვებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს, 42% კი აცხადებს, რომ სავარაუდოდ არჩევნებზე არ წავა.

გამოკითხულთა შორის ჭარბობს, ისეთი ამომრჩეველი, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (57%). რესპონდენტების 38%–ს კი უკვე გადაწყვეტილი აქვს ვის დაუჭერს მხარს.

უმცირესობათა დასახლებებში 58%–მა არ იცის თუ ვის მისცემს ხმას. 31%–ს კი გადაწყვეტილი აქვს.

შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 27% აცხადებს, რომ არცერთი, 19% ამბობს, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, 15%–ის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამის შემდეგ მოდის 5% „სახელმწიფო ხალხისთვის“, ასევე 5 % „პატრიოტთა ალიანსი“.

ასეევ შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას, 38% აცხადებს, რომ არ იცის. 17% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 13% „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის". იგივე შეკითხვაზე, იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვეტილი აქვთ 19% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“. 35 % კი ამბობს, რომ არ იცის.

გადაწყვეტილ ამომრჩევლებეს შორის ისევ ლიდერობს „ქართული ოცნება“ (32%), მის შემდეგ პროცენტული მაჩვენებლით „ნაციონალური მოძრაობა“ მოდის (26%).

კითხვაზე, აპირებთ თუ არა ხმა იგივე პოლიტიკურ პარტიას, გუნდს მისცეთ, ვისაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიეცით, 57% აცხადებს, რომ დიახ, 27% კი ამბობს რომ არა.

გამოკითხულთა 36 % ფიქრობს, რომ ხვალ თუ არჩევნები იქნება, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. 11% კი ვარაუდობს, რომ გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება.

რესპონდენტების 21% ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არასოდეს მისცემდა. 19% კი „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერდა არასოდეს მხარს.

გამოკითვის მიხედვით, ისინი ვინც არჩევნებზე აპირებენ წასვლას, მაგრამ არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემენ ხმას, ამბობენ, რომ მათი მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის პარტიების ეკონომიკურ პოლიტიკაზე (41 %), ჯანდაცვის პოლიტიკაზე (15 %) და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე (10 %).

NDI–ის კვლევა 2016 წლის 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და სულ 4,113 პირი გამოიკითხა.

[sknews.ge]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

NDI: მოსახლოების 60%-ს  გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებში ხმას ვის მისცემს
პარტიების რეიტინგი NDI-ს კვლევის მიხედვით
გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI
NDI: 34% საპარლამენტო არჩევნებზე მისვლას არ აპირებს
NDI: გამოკითხულთა 74%–მა არ იცის არჩევნებში ვის მისცემს ხმას
ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს: ‘ოცნება’ – 20%, ‘ენმ’ – 9% – NDI
დღის კითხვა: ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს, ვის მისცემთ ხმას [Video]