FM97.5 / LIVE

ახალციხის ბიუჯეტი 202 400 ლარით გაიზარდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.07.2016
ქალაქის ბიუჯეტი მეექვსე ცვლილების შემდეგ 13 118 400 ლარით განისაზღვრა. გაზრდილი თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

ახალციხის ბიუჯეტი 202 400 ლარით გაიზარდა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში შესატან ცვლილებას დღეს, 29 ივლისს უყარა კენჭი.

202.400 ლარი, რომელიც ცვლილების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს დაემატა, ოთხი ქუჩის: აღმაშენებლის, ჩოლოყაშვილის, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის და კლდიაშვილის მოასფალტებას მოხმარდება.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ ბიუჯეტი საწარმოთა ქონების გადასახადების, ტენდერებიდან დაზოგილი თანხით და ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხით გაიზარდა.

„გაიყიდა ძველი ხორცკომბინატის ნაწილი და ტბის მიმდანარე ტეიროტიაზე არსებული მიწის ნაკვეთი მასზე მიმაგრებული ქონებით. რადგან ეს ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა, გაყიდული ქონების 35% ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხა“, – განმარტა საკრებულოს სხდომაზე საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლიანა ხმალაძემ.

შეტანილი ცვლილების შემდეგ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 13. 118.400 ლარით განისაზღვრა. ცვლილებას მხარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიუჯეტი 5.624.670  ლარით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ახალციხის თემის ბიუჯეტი, ნაშთის ხარჯზე, 2.390.000 ლარით გაიზარდა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
ახალციხის თემის ბიუჯეტი 6 400 000 ლარით განისაზღვრა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 5.076.700 ლარია