FM97.5 / LIVE

‘ლეიბორისტულ პარტიას’ სამცხე–ჯავახეთში შალვა დავლაშერიძე ხელმძღვანელობს

მთავარისიახლე, არჩევნები 28.07.2016
„ლეიბორისტულ პარტიას“ სამცხე–ჯავახეთში არც ოფისები გაუხსნია და არც მაჟორიტარობის კანდიდატები შეურჩევია, თუმცა რეგიონული კოორდინატორი უკვე დანიშნა.

‘ლეიბორისტულ პარტიას’ სამცხე–ჯავახეთში შალვა დავლაშერიძე ხელმძღვანელობს

„ლეიბორისტული პარტიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ორგანიზაციას შალვა დავლაშერიძე ხელმძღვანელობს. იგი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილების მესამე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ პარტიის წარმომადგენლებთან კონტაქტი წლების განმავლობაში ჰქონდა, საბოლოოდ კი ამ ყველაფერს ოფიციალური სახე მიეცა.

„მივხვდი, რომ იმ ადამიანებთან, ვისგანაც ეს ჯგუფია დაკომპლექტებული, ბევრი საერთო მქონდა, ჩვენ საერთო იდეოლოგია გვაქვს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მათ გვერდში ვყოფილიყავი“, – ამბობს დავლაშერიძე.

მას ჯერ რეგიონში არც ოფისი აქვს და არც თანამშრომლები ჰყავს. ამას პარტიაში უსახსრობით ხსნიან.

„მთავარი პრობლემა პარტიის დაფინანასებაა. ოფისების გახსნას, გადაადგილებას, სახსრები სჭირდება. ქვეყანაში არ არის დემოკრატია და ბიზნესმენებს „ლეიბორისტების“ დაფინანსებას უკრძალავენ. ჩვენ არც ფასიანი სარეკლამო რგოლების გაკეთების საშუალება გვაქვს“, – ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი.

მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთში ოფისები არჩევნებამდე ორი თვით ადრე გაიხსნება. შეკითხვაზე ეყოლებათ თუ არა „ლეიბორისტებს“ რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები, ზუსტი პასუხი არ აქვს: „არ ვიცი, ვფიქრობ, რომ გვეყოლება, თუ პარტია ძლიერი ხარ, კანდიდატებიც უნდა გყავდეს“.

მეტრეველი ფიქრობს, რომ წინა საარჩევნოდ სამცხე–ჯავახეთში „ლეიბორისტული პარტია“ მნიშვნელოვნად გააქტიურდება: „ამაში ჩვენი ახალგაზრდა კოორდინატორი, შალვა დავლაშერიძე დაგვეხმარება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ქართული ოცნება' სამცხე-ჯავახეთში პარტიის თავმჯდომარეებს ნიშნავს
პოლიტიკური პარტიები სამცხე–ჯავახეთში არჩევნებამდე 46 დღით ადრე
ენმ რაიონებში კორუფციული სქემების გახსნას გეგმავს – შეხვედრები სამცხე–ჯავახეთში
გიორგი გიუაშვილმა 'ლეიბორისტული პარტია' დატოვა
‘რესპუბლიკელებს’  სამცხე-ჯავახეთის ორ ოლქში კანდიდატი არ ეყოლებათ
პოლიტიკური დუმილი ახალციხეში
ახალციხე არჩევნებამდე 19 დღით ადრე