FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.07.2016
26 ივლისს, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში, პროექტის "მრავალფეროვანი საქართველო" ფარგლებში, თანამედროვე მწერლები - გივი შაჰნაზარი, ავთანდილ ბერიძე და ანაჰიტ ბოსტანჯიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]

მწერლებმა აუდიტორიას საკუთარ შემოქმედება გააცნეს; საუბარი შეეხო ლიტერატურული პროცესების განვითარების მნიშვნელობას და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, კულტურული დიალოგის გაღრმავების დადებით გავლენას; მწერლებმა ადგილობრივ მკითხველებთან დიალოგი გამართეს.

კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყო: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის "მესხური ფოლკლორი", აგრეთვე "ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა" და "მწერალთა სახლის" მიერ გამოცემული თარგმანების, მათ შორის სომხურ ენაზე ნათარგმნი ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაციები; ახალი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენება და ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა;

ადგილობრივი მოსახლეობა ცნობილი ფოტოხელოვანის, იური მეჩითოვის ლექციასა და გარი დავთიანის საოჯახო თეატრის ხელმძღვანელის, ჟანა დავთიანის მიერ წარმოდგენილ მონო-სპექტაკლსაც დაესწრო; ბენდმა "ქიმერა" კი მათთვის კონცერტი გამართა.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]

ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]

ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]

ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]

ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]


[sknews.ge]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.11.2019 ‘მომავალში უფრო ტიტულოვან ჩემპიონატებს მოვიგებ’-15 წლის ძიუდოისტი ასპინძიდან

10.11.2019 ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

09.11.2019 ‘რუსეთის მიერ დაგეგმილი აქტი განხორციელდა’– კახა გოგიძე კინოთეატრებთან გამართულ აქციაზე

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შეხვედრა მწერლებთან ნინოწმინდაში
ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]
დისკუსია მწერლებთან, გამოფენები და  პრეზენტაციები – შეხვედრა ახალაქალაქში
შოთა რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები  ახალციხეში
15–16 მაისს ახალციხეში რუსთაველის დღეები იმართება
დღეს ვარძიაში 'ვეფხისტყაოსნის' სტროფებს გადაწერენ
ქართველი მწერლები ახალქალაქში შეხვედრას გამართავენ