FM97.5 / LIVE

NDI: ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.07.2016
NDI–ს კვლევის მიხედვით, ახალგაზრდებსა და უმაღლესი განათლების მქონე პირებს, ევროინტეგრაციის მიმართ უფრო დადებითი განწყობები აქვთ.

NDI: ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ

შეკითხვაზე მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 72% აცხადებს, რომ კი, 16%-ისთვის კი მიუღებელია. საქართველოს საგარეო კურსი მისაღებია 18–დან 35–წლამდე ასაკის მოქალაქეების 77%-სთვის.
იგივე შეკითხვაზე, უმცირესობათა დასახლებებში 50% აცხადებს, რომ მისაღებია, 24% ამბობს რომ მიუღებელია, 26%–მა კი არ იცის.

ასევე შეკითხვაზე, საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით, დადებითად უპასუხა გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 49% –მა და გადაწყვეტილი ამომრჩევლების 58%-მა. ამ მოსაზრებას ეთანხმება, 18-დან 35– წლამდე ასაკის გამოკითხულთა 59%.

რესპონდენტების 30% ფიქრობს, რომ თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ქვეყანა მეტ სარგებელს მიიღებს. ამ მოსაზრებას იზიარებს 56 წელს ზემოთ ასაკის მქონე რესპონდენტთა 34%.
შეკითხვაზე, თქვენი აზრით საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, დადებითი პასუხი აქვს გადაწყვეტილი ამომრჩევლების 50%-ს და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 48%-ს.

ხოლო შეკითხვაზე,თქვენი აზრით საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან, დადებითი პასუხი აქვს გადაწყვეტილი ამომრჩევლების 21%-ს და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 20%-ს.

კვლევის ავტორების განცხადებით, სიღრმისეული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რესპონდენტთა იმ ნაწილს, რომლებსაც აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, ასევე აქვთ უფრო მაღალი მატერიალური შესაძლებლობები, უფრო დადებითი განწყობები აქვთ ევროინტეგრაციის მიმართ.

ასევე სიღრმისეული ანალიზი აჩვენებს, რომ ასაკის ზრდასთან ერთად მცირდება მხარდაჭერა ევროინტეგრაციის მიმართ. სამაგიეროდ, იზრდება სურვილი, ევროინტეგრაციის სანაცვლოდ, რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევა, რომელიც 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა, დღეს 27 ივლისს გამოქვეყნდა. ქვეყნის მასშტაბით 4,113 პირი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1%.

[sknews.ge]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გამოკითხულთა თითქმის მესამედი პრორუსული კურსის მომხრეა –  NDI
NDI: უმცირესობათა დასახლებაში 12% პროდასავლურ კურსს ემხრობა, 20%  პრორუსულს
NDI:  ახალციხელთა 75%-ისთვის მისაღებია მთავრობის მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი
გამოკითხულთა 62%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას – NDI
კვირის აქცენტი: პრორუსული განწყობები ახალციხეში [video]
NDI: მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება
NDI: 65% ევროკავშირში, 21 % კი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა