FM97.5 / LIVE

NDI: მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 27.07.2016
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 27ივლისს გამოქვეყნდა, მოსახლეობის მესამედი მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება, ამდენივე კი ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI: მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევა, დღეს, 27 ივლისს გამოქვეყნდა. კვლევის პირველი თავი ქვეყნის მიმართულებას და ეროვნული საკითხებს ეხება. მის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება (34 პროცენტი) ან არასწორი მიმართულებით ვითარდება (33 პროცენტი), მაშინ როდესაც მოსახლეობის მეოთხედი (25 პროცენტი) ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI: მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

აქედან, უმცირესობათა დასახლებებში 26% აცხადებს, რომ არ იცის საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა, ასევე 26 % ამბობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, 25 % მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებთ ვითარდება;

კვლევის თანახმად გადაუწყვეტელი ამომრჩევლები ქვეყნის მდგომარეობას ნაკლებად პოზიტიურად აფასებენ. თუმცა ისინი არ არიან გამორჩეულად ნეგატიურები; უბრალოდ ფიქრობენ, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

NDI: მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება კერძოდ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების 38% ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 33% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 9%–ს კითხვაზე პასუხი არ აქვს და მხოლოდ 19% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
რაც შეეხება მათ, ვინც უკვე გადაწყვიტა, არჩევნებში რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, 34% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 28%–ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, 34% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება და 4%–ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ს კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 4,113 რესპონდენტი. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1%. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ

[sknews.ge]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

NDI: მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება –NDI
NDI: სიღარიბის დაძლევის კუთხით ქვეყანა არასწორად ვითარდება
NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 18% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებით ქვეყნის ეკონომიკა სუსტია
NDI:  60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ