FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებში ძროხების დაავადება გავრცელდა

მთავარისიახლე, შემთხვევა 26.07.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: ტატანისსა და სვირში ძროხები დაავადდნენ. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ პირუტყვს ტკიპურა, ანუ პიროპლაზმოზი აქვს. მათი ნაწილი პირუტყვს კლავს და დაავადებულ ხორცს საკვებად იყენებს.

ახალციხის სოფლებში ძროხების დაავადება გავრცელდა

სოფლებში: სვირსა და ტატანისში გვეუბნებიან, რომ ძროხებს დაავადება რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათი განმარტებით, პირუტყვი აღარ ჭამს და რამდენიმე დღეში კვდება.

ტატანისში მცხოვრებმა თენგიზ ზედგინიძემ ძროხა დაავადებიდან რამდენიმე დღეში დაკლა. ამბობს, რომ ხორცი საკვებად ოჯახში გამოიყენა: „ჩემს ძროხას ისეთი არაფერი ქონდა“.

სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული სოფლებიდან მათთან შეტყობინება არ შესულა. თუმცა სოფლებს აუცილებლად გადაამოწმებენ.

„ამ ფაქტს აუცილებლად შევისწავლით. ჩვენი თანამშრომლები უკვე წავიდნენ აღნიშნულ სოფლებში“, – ამბობს სამსახურის უფროსი ლია ბექაური.

მისი განმარტებით, აღნიშნული დაავადება ცხოველიდან ადამიანზე არ გადადის, თუმცა დაავადებული პირუტყვის ხორცის საკვებად მიღება დაუშვებელია.

ბექაური ამბობს, რომ ცხოველის განკურნება შესაძლებელია: „დროული მკურნალობის დროს ცხოველი აღარ დაეცემა და გამოჯანმრთელდება“.

რა უნდა ვიცოდეთ პიროპლაზმოზის შესახებ


ვეტერინარების განმარტებით, დაავადების გადამტანია ერთმასპინძლიანი ტკიპა Boophilus Calcaratus. (პიროპლაზმებს გადასცემს ნიმფობის ფაზაში). უფრო იშვიათად ორმასპინძლიანი – Rhipicephalus bursa (იმაგოს ფაზაში) და სამმასპინძლიანი – Haemphyasalis punctata (იმაგოს ფაზაში).

გამომწვევის არსებობის ხანგრძლვობა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორგანიზმში 6-12 თვეა, ზოგჯერ – 12-16 კვირა.

დაავადება გავრცელებულია დედამიწის ყველა კონტინენტის უპირატესად სამხრეთ ზონებში, სადაც გვხვდება გადამტანი ტკიპები.


სიმპტომები:


1. ცხოველს უქვეითდება მადა, დათრგუნულია.
2. ლორწოვანი გარსები ყვითელია.
3. ავადმყოფი ცხოველები ჯოგს ჩამორჩება, ხშირად წვანან
4. რძის გამოყოფა მკვეთრად მცირდება.
5. სუნთქვა გახშირებულია.
6. სხეულის ტემპერატურა მატულობს 41-42 0с –მდე.
7. მე-2-3 დღეს უვლინდებათ ლორწოვანი გარსის სიყვითლე.
8. ვითარდება ყაბზობა და ფაღარათი.
9. შარდის გამოყოფა ხშირდება.
10.მძიმე შემთხვევაში შარდი იძენს სისხლნარევ შეფერილობას.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი 8-15 დღე. ავადმყოფ ცხოველს თუ დროზე არ აღმოვუჩენთ დახმარებას, იგი იღუპება 5-7 დღეში.

მკურნალობა:


1. ცხოველებს უნიშნავენ სრულ მოსვენებას.
2. საკვებად აძლევენ კარგი ხარისხის თივას, ადვილად მოსანელებელ წვნიან საკვებს, საკმაო ოდენობის წყალს, წვრილად დაჭრილ ძირებს ან ფოთლებს, კომბოსტოს, რძეს, რძის შრატს.
3. რეკომენდირებულია სამკურნალოდ გამოვიყენოთ პრეპარატი პიროტექსი B-12, პიროტექსი პლიუსი, დოზირება: პრეპარატი იხსნება 12,5-15მლ საინექციო ხსნარში (ვღებულობთ 7% ხსნარს), და კეთდება 1მლ 20კგ. ცოცხალ წონაზე კუნთში, დოზა 3,5 მგ მოქმედი ნივთიერება, 1კგ ცოცხალ წონაზე.
შეიძლება გამოვიყენოთ პიროტექსი-საინექციო (1მლ 15კგ ც.წ-ზე კუნთში). დაგვიანებულ შემთხვევაში, პიროტექსის ინექცია სასურველია გავიმეოროთ 24 საათში.
4. ვნიშნავთ სიმპტომატურ საშუალებებს: საჭმლის გადამამუშავებებლი ორგანოების მოწესრიგებისათვის - გლაუბერის მარილს ( 400-600გრ - 10 ლ. წყალში), ან სხვა საშუალებებს.
5. გულსისხლძარღვთა და ნერვული სისტემებისათვის – კოფეინი, ვიტამინები, მიკროელემენტები, ნახშირწყლები და სხვ.


პროფილაქტიკა:

დაავადების აფეთქების დასაწყისში ცხოველებს ეძლევათ პიროტექსი B-12, პიროტექს პლიუსი, თხევადი პიროტექსი, ტრიპანოსტოპი, ან სხვა საშუალებები, რომლებსაც უნარი აქვთ ორგანიზმი დაიცვას დაავადებისაგან 2-3 კვირის განმავლობაში.

მეურნეობებში უნდა ჩატარდეს ბრძოლა ტკიპებთან, უმთავრესად აგროტექნიკური და მელიორაციული ღონისძიებებით ტკიპების Boophilus Calaratus სტაციებისა და ბიოტოპების მოსპობის გზით.

საქართველოში – დაავადების პირველი აფეთქება აპრილი-მაისი, მეორე – ივლისი, მესამე - აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოფლებში – უდესა და არალში პიროპლაზმოზია გავრცელებული
სოფელ ანდრიაწმინდაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იხოცება
ტყემლანაში პირუტყვის დაავადება ‘ემკარის’ შემთხვევა  დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს
ნოდულარულ დერმატიტზე ვაქცინაცია მთელს საქართველოში მიმდინარეობს
სამცხე–ჯავახეთში პირუტყვი ბრუცელოზზე მასობრივად შემოწმდება
სამცხე-ჯავახეთში  საქონლის საშიში დაავადება გავრცელდა [Video]