FM97.5 / LIVE

ახალციხესა და ბორჯომში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.07.2016
დღეიდან, 25 ივლისიდან, ახალციხესა და ბორჯომში ცესკოს პროექტის ფარგლებში, „საარჩევნო განვითარების სკოლები“ გაიხსნა. სასწავლო კურსი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.

ახალციხესა და ბორჯომში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა

სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ; 46 ტრენერი ცესკოს სწავლების ცენტრმა გადაამზადა.

10 დღის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან საკითხებს საარჩევნო სისტემების, ადმინისტრაციის, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების, საქართველოში არჩევითი ორგანოების, არჩევნებში ჩართული მხარეების, არჩევნების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის, ასევე გენდერული თანასწორობის შესახებ.

„მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახალგაზრდებში მოხდება საარჩევნო საკითხების და არჩევნების პოპულარიზაცია, გაიზრდება არჩევნებში მათი ჩართულობის ხარისხიც და დონეც. რაც მომავალი პროფესიული რესურსის გაზრდისა და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა“ - აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

ცესკომ, პროექტი „საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, 2015 წელს ერთის მაგივრად სამი კურსი ჩატარდა და მასში მონაწილეობა 627-მა ახალგაზრდამ მიიღო. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს გაორმაგდა და სწავლება 20 მუნიციპალიტეტში: გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდება.

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში "საარჩევნო განვითარების სკოლა" გაიხსნა
ცესკოს საარჩევნო სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
'საარჩევნო განვითარების სკოლა' სასწავლო კურსს იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით  შსს–მ და ცესკომ მემორანდუმი გააფორმეს
საარჩევნო საკითხებზე სასაუბროდ NCCE მსურველებს საკუთარ სივრცეს სთავაზობს
საარჩევნო ადმინისტრაციის კურსებისთვის რეგისტრაცია იწყება