FM97.5 / LIVE

ადიგენის ბაღები წლებია არ გარემონტებულა

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.01.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებულ შვიდი საბავშვო ბაღში ყოველთვიურად საშუალოდ 250 აღსაზრდელია. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად დამატებითი ჯგუფების გახსნა არ იგეგმება.

ადიგენის ბაღები წლებია არ გარემონტებულა
საბავშვო ბაღები დაბა ადიგენსა და აბასთუმანში, ასევე სოფელ უდეში, არალში, ბოლაჯურსა და ვარხანში ფუნქციონირებს.

აღსაზრდელების რაოდენობა ყოველთვიურად იცვლება. საშუალოდ, ყველა ბაღში ერთად, 250 ბავშვი დადის. გარდა დაბა ადიგენისა, ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში ერთი სააღმზრდელო ჯგუფია. თითოეულ ბავშვზე გადასახადი 22 ლარია. მათთვის, ვინც საბავშვო ბაღში ორ შვილს ატარებს, შეღავათი თითო ბავშვზე სამი ლარია.

ააიპ ”ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების” უფროსის ნატო სინაურიძის თქმით, გადასახადის ოდენობის მიუხედავად, საბავშვო ბაღებში სიარულის მსურველი ბევრია.

„იანვარში, ფაქტობრივად, შუა თვიდან დავიწყეთ მუშაობა და ბევრი ბავშვი არ გვყავს. თუმცა, მათი რაოდენობა საშუალოდ 250-ს აღწევს ხოლმე და ყველა ჯგუფი მაქსიმალურად დატვირთულია. ყველაზე მეტი ბავშვი სოფელ უდესა და ვარხანში დადის, სადაც პატარები მეზობელი სოფლებიდანაც დაყავთ“, - ამბობს ნატო სინაურიძე.

დაბა ადიგენის საბავშვო ბაღში ორი სააღმზრდელო ჯგუფია, სადაც ამ ეტაპზე 14 ბავშვი დადის. თუმცა, ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბავშვების სიმცირე ზამთრის არდადეგებთანაა დაკავშირებული. თებერვლის დასაწყისში სრული დატვირთვით გააგრძელებენ მუშაობას.

„თითოეულ ჯგუფში საშუალოდ 30-დან 35 ბავშვამდე გვყავს. მოსახლეობა მესამე ჯგუფის გახსნას ითხოვს, მაგრამ პირობები არ გვაქვს. ოთახები ბევრია, თუმცა ყველა გარემონტებული და კეთილმოწყობილი არაა. გვინდა, რომ სასკოლო ასაკის ბავშვები ცალკე გვყავდეს, 3-4 წლის ბავშვები კი ცალკე. ასევე, არ გვაქვს საძინებელი, რის გამოც ბევრი მშობელი პრეტენზიას გამოთქვამს“, - ამბობს დაბა ადიგენის საბავშვო ბაღის აღმზრდელი მაკა ლობჯანიძე.

ადიგენის საბავშვო ბაღებს კაპიტალური რემონტი წლებია არ ჩასტარებია. საბავშვო ბაღის შენობებში კარ-ფანჯარა გამოსაცვლელია, დაზიანებულია სახურავი, საიდანაც შენობაში წვიმა ჩამოდის და მოძველებულია ინვენტარი. ასევე, მოსაწესრიგებელია სველი წერტილებიც.

„2007 წელს, როცა საბავშვო ბაღები ჩავიბარეთ, ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. თუმცა, პერიოდულად არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან, რამდენიმე ბაღში საკანალიზაციო სისტემის პრობლემა მოაგვარეს. ინვენტარით გვეხმარებიან, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობაც ყიდულობს სათამაშოებს“, - განმარტავს ”ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების” დირექტორი.

კაპიტალური რემონტი წლების განმავლობაში არც დაბა ადიგენის საბავშვო ბაღს ჩასტარებია. ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მშობლებისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებით კოსმეტიკური რემონტი რამდენჯერმე გააკეთეს.

საბავშვო ბაღებში კვება ორჯერადია. საკვები პროდუქტებით მომარაგებას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები უზრუნველყოფენ.

„მენიუ მრავალფეროვანია. დილის მენიუში შედის ფაფები, ჩაი, კარაქიანი პური, კვერცხიანი პური და ასე შემდეგ. შუადღის მენიუში წვნიანი, კვირაში ორჯერ ხორცი და ქათამი გვაქვს. ასევე წიწიბურა, მაკარონი, ტკბილეული და ასე შემდეგ“, - ამბობს მაკა ლობჯანიძე.

საბავშვო ბაღების დასაფინანსებლად 2013 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 93 ათასი ლარია გამოყოფილი. ამ თანხაშია გათვალისწინებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელთა ხელფასები.

„საკმაოდ დაბალი ხელფასები გვაქვს. აღმზრდელისა და ძიძის ხელფასი 160-დან 200 ლარამდეა და ექვსი საათი ვმუშაობთ“, - ამბობს ადიგენის საბავშვო ბაღის აღმზრდელი თამარ ჩომახიძე.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება დაბა ადიგენისა და აბასთუმნის საბავშვო ბაღებში წყლის გადასახადიც. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოყოფილი თანხით ხდება გათბობისთვის საწვავი შეშის შეძენაც. თუმცა, ადგილზე მიტანას და დაჩეხვას ბაღის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საბავშვო ბაღები პრიორიტეტად იქცა
დაბა ადიგენში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა
ადიგენში საბავშვო ბაღისთვის ფართი იქირავეს
ზარზმაში საბავშვო ბაღი გაიხსნა
300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ
დაბა ასპინძაში ორი ბაღი რემონტდება – პროექტის ღირებულება 900.000 ლარია
ადიგენში საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა