"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

მეხუთე დღეა ვალეში მცხოვრებლებს წყალი არ აქვთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2016
ვალეში 1100 ოჯახს წყლის მოსატანად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევს. ადგილობრივები შესაბამისი უწყებებიდან დახმარებას ითხოვენ.

მეხუთე დღეა ვალეში მცხოვრებლებს წყალი არ აქვთ

ვალელების ნაწილი წყალს მეზობელი სოფლიდან პამაჯიდან, ნაწილი კი დასახლებაში არსებული ჭებიდან ზიდავს.

„ვინც პამაჯში მანქანით მიდის ვთხოვთ, რომ ცოტა მაინც წამოგვიღოს და ვინაწილებთ. ნაწილი მეზობლის ჭიდან ვეზიდებით ხვეწნა–მუდარით. საკმარისი წყალი არსად არ არის. ხალხი ძალიან გაღიზიანებულია“, – ამბობს მაია ნარიმანიშვილი.

ნარიმანიშვილის მსგავსად ვალეში წყლის გარეშე ასობით ოჯახია დარჩენილი . ადგილობრივები წყალომარაგების კომპანიისგან და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან ყურადღებას ითხოვენ.

„დღეს წყალი ნახევარი საათი მოვიდა და ისევ მოწყდა. ამბობენ „მატორი“ გაფუჭდაო. ისევ უწყლოდ ვართ“, –ამბობს ვალეში მცხოვრები ჯაბა ნათენაძე.

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში ქალაქ ვალეს წყლის პრობლემა ყოველთვის ექმნება.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ქალაქში წყლის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე მილის დაზიანება გახდა. როგორც კომპანიაში განგვიმარტეს მილი უკვე შეკეთებულია და ხვალიდან, 23 ივლისიდან წყლის მიწოდება აღდგება, თუმცა შემცირებული განრიგით.

„ამ წუთებშიც სათავეზე ვართ და წყლის დებეტის გაზრდაზე ვმუშაობთ. ნაცვლად 7 საათიანი მომარაგებისა, ვალის მოსახლეობას ხვალ წყალს 5 საათით მივაწოდებთ. მომდევნო დღეებში დროის ხანგრძლივობა გაიზრდება“, – ამბობს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ოპერირების და ექსპლოატაციის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე.

ხუთდღიანი უწყლობის შემდეგ დღეს, 22 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ვალეში, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყალი „ცისტერნებით“ მიიტანეს.

„სიცხეების გამო მკვეთრად დაეცა მდინარის დონე და ბასეინებშიც წყალმა დაიკლო. მანამდე დაზიანება იყო.მუშაობს წყალკანალი და ჩვენც ჩართულები ვართ. ახალციხიდან წყალმომარაგების კომპანიის „ცისტერნებით“ ვაწვდით მოსახლეობას წყალს, ახლაც რიგდება“, – ამბობს ელიოზ ბარბლიშვილი.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის „ცისტერნებით“ წყლის მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის მოთხოვნა იყო: „გუშინ აქ იყო გამგებელი, რადგან ჯერ ვერ ხერხდებოდა წყლის აღდგენა კომპანიას ვთხვეთ, რომ წყალი დაერიგებინათ მოსახლეობისთვის“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


19.07.2017 მინაძის ადმინისტრაციულ შენობაში ერთი ოთახი „ჟვანიას სკოლას“ გადაეცა

17.07.2017 ისტორიის გამოცდაზე ერთი აბიტურიენტი არ დაუშვეს

14.07.2017 დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა

14.07.2017 გამოცდაზე 151 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.07.2017 თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო

20.07.2017 მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო

20.07.2017 რითი დაეხმარება გამგეობა კლდეში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს

20.07.2017 "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მთქმელთა კონკურსისათვის მზადება დაიწყო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
გამგებლის წარმომადგენელი ვალეში: „ორ დღეში ვალეში წყალი მოვა“
გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს
ვალელებს წყალი ისევ არ აქვთ
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
ვალეში სასმელი წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა
ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა