FM97.5 / LIVE

ახალციხის „ქალთა ოთახმა“ მუშაობა შეაჯამა

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2016
‘გასულ წელს თუ სოფლის კრებებს ქალების 9% ესწრებოდა, წელს ეს მაჩვენებელი 16%–ია’, – ამბობს ახალციხის ‘ქალთა ოთახის’ მენეჯერი ნინო რუხაძე. ‘ქალთა ოთახმა’, რომელიც ახალციხის მერიაში ორი წელია ფუნქციონირებს, დღეს მუშაობა შეაჯამა.

ახალციხის „ქალთა ოთახმა“ მუშაობა შეაჯამა
რას აკეთებდა ორი წლისა და 6 თვის განმავლობაში ‘ქალთა ოთახი’, ამის შესახებ პროექტის „ჰორიზონტის გაფართოება: ქალთა და გოგონათა გაუმჯობესებული არჩევანი, მათი ეკონომიკური გაძლიერებისათვის“ ხელმძღვანელებმა ისაუბრეს. ამ პროექტის ფარგლებში გაიხსნა სამცხე–ჯავახეთში „ქალთა ოთახები“.

მათი შეფასებით, სამცხე-ჯავახეთი წარმატებული რეგიონია, რადგან აქ „ქალთა ოთახები“ აქტიურად მუშაობენ.“

„ჰყავთ მოხალისე ახლგაზრდები და ისინი სკოლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ“, - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი მაია კაციტაძე.

პროექტის ფარგლებში, ახალციხის „ქალთა ოთახმა“ თვითმმართველობის საქმიანობაში ქალთა ჩართულობაზე კვლევა ჩაატარა. ახალციხის „ქალთა ოთახის“ მენეჯერის ნინო რუხაძის თქმით, 2015 წელთან შედარებით, ქალები გააქტიურებული არიან.

„მაგალითად,თუ გასულ წელს სოფლის კრებებს ქალების 9% ესწრებოდა, წელს ეს მაჩვენებელი 16%–ია, რაც ვფიქრობ, რომ „ქალთა ოთახების“ აქტიურობის შედეგია“, -ამბობს ნინო რუხაძე და ამატებს, რომ სოფლებში ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურებაში ასევე ჩართული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა.

შეხვედრა ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა. მას თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და „ქალთა ოთახების“ მენეჯერები დაესწრნენ.

შეხვედრის დასასრულს პროექტის ორგანიზატორებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქალთა და გოგონათა გააქტიურების მიზნით, საგანმანათლებლო ღონისძიებებს გაგრძელებენ.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა „ქალთა ოთახები“ საქართველოს ორი რეგიონის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 13 მუნიციპალიტეტში დაარსა.

ახალციხის „ქალთა ოთახმა“ მუშაობა შეაჯამა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე
სოფლად მცხოვრებ ქალებს ქალთა ოთახი ახალციხეში ტრენინგზე იწვევს
ახალციხელ ახალგაზრდებთან ქალთა უფლებებზე შეხვედრა გაიმართა
ქალთა ჩემპიონატი ფრენბურთში
'ქალთა მოძრაობის' აქცია ახალციხეში [Photo]

ქალთა უფლებები და მოტივაცია
საინფორმაციო აქცია ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის მხარდასაჭერად