FM97.5 / LIVE

შსს–მ სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო

მთავარისიახლე, სამართალი 22.07.2016
ახალციხეში, სოფელ სვირში, 60 წლის ქალზე ოჯახის წევრის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დაიწყეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

შეგახსენებთ, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა გუშინ მოამზადა. სოფელში ამბობენ, რომ უმწეო ქალს მისი რძალი სცემს, მთელი დღე ქალი ნახევრად შიშველი აივანზე დახოხავს. სახლიდან კი გამუდმებით ყვირილისა და ტირილის ხმა ისმის.

საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეში ყველა საჭირო მხარეს ჩართავენ. ოჯახში გუშინვე მივიდა სოციალური მომსახურების სააგენტო. სააგენტოში ამბობენ, რომ ქალს სხვა სახლში გადაიყვანენ, მუშაობენ მისთვის ე.წ. მხარდამჭერის დანიშვნაზე.

სოფელ სვირში ასვლას გეგმავენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლები. გამგეობაში ამბობენ, რომ ეს ამბავი არ იცოდნენ და "სამხრეთის კარიბჭესგან" შეიტყვეს. მიუხედავად იმისა, რომ გამგებლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფაქის შესახებ იცოდა და ოჯახი გააფრთხილა კიდეც "ხელი არ დაეკარებინათ". გამგებლის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამ ამბის გამგეობაში მიტანა საჭირო არ იყო.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
გამგეობა: სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე შესაძლო ძალადობის შესახებ არ ვიცოდით
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
სვირის 'რწმუნებული' 60 წლის ქალის მდგომარეობაზე: საგანგაშო საქმე არ ყოფილა
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ