ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ

მთავარიპოლიტიკა 21.01.2013
13 იანვარს გათავისუფლებულ 190 პოლიტპატიმარს შორის ვაჰაგნ ჩახალიანი არ იყო, თუმცა, მას ამნისტიის კანონის თანახმად უახლოესი ორი თვის განმავლობაში გაათავისუფლებენ.

ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
სომხურ მედიაში გათავისუფლებულ 190 პოლიტპატიმარს შორის ახალქალაქელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეს ვაჰაგნ ჩახალიანსაც ასახელებდნენ, თუმცა, 5 იანვარს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ჩახალიანის სახელი პოლიტპატიმართა სიიდან ამოიღეს. ამის მიზეზი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გამოსვლა, რომელთაც ჩახალიანი სასულიერო პირზე თავდასხმაში დაადანაშაულეს.

გათავისუფლების პირველი ეტაპი ვაჰაგნს არ შეეხო, თუმცა, როგორც ჩახალიანის ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა გვაცნობა, ყველა სტატია, რომლის მიხედვითაც ვაჰაგნ ჩახალიანს 10 წლით პატიმრობა ქონდა მისჯილი, ამნისტიის კანონის ფარგლებში ხვდება. ვაჰაგნ ჩახალიანის საქმე უკვე სასამართლოშია გადაცემული და როგორც ადვოკატი ამტკიცებს, ჩახალიანი მომდევნო ორი თვის განმავლობაში აუცილებლად გამოვა ციხიდან.

„ახლა ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად სასამართლოს ბევრი მიმართავს. ჩვენც მივმართეთ, თუმცა, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმასაც, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი პოლიტიკურ პატიმრად აღიარონ“, - ამბობს ნინო ანდრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯავახეთის ახალგაზრდული სპორტულ-კულტურული კავშირის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი და პოლიტიკური ორგანიზაცია „ერთიანი ჯავახეთის“ ერთ-ერთი დამაარსებელი ვაჰაგნ ჩახალიანი უკვე ხუთი წელია პატიმრობაში იმყოფება. 2008 წლის 21 ივლისს ვაჰაგნ ჩახალიანი დააპატიმრეს, ხოლოდ 2009 წლის აპრილში თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯეს „იარაღის შენახვისა“ და „საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მასობრივი ღონისძიებების მოწყობის“ ბრალდებით.

13 იანვარს 190 გათავისუფლებულ პოლიტპატიმარს შორის ასევე იყვნენ წარმოშობით სომხები, აჭარის სომხური თემის წარმომადგენლები არმენ გევორქიანი და რუბენ შექოიანი, რომლებსაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთა ქონდათ მისჯილი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


23.02.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

21.02.2017 აბიტურიენტთა ცნობარის ბეჭდური ვერსია გამოიცა

21.02.2017 ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყება

18.02.2017 სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.02.2017 დღეს შენდობის დღეა

25.02.2017 სათავსოებად ქცეული სალოცავები [Photo/Video]

25.02.2017 ხვალ პატრიარქი წირვას აღავლენს

25.02.2017 ახალციხეში „ნადირობის შესახებ“ კანონპროექტი ხმაურის ფონზე განიხილეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.02.2017 ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]

28.01.2017 ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის [Video]

06.01.2017 სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ ქრისტეშობა იზეიმა [Video]

28.12.2016 გზა მცირე მეწარმეობიდან ევროპული ბაზრისაკენ [Video]

მსგავს თემაზე

ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა დააკავეს
ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს
ვაჰაგნ ჩახალიანის ძმა პატიმრობაში რჩება
 ვაჰაგნ ჩახალიანს ახალქალაქში დახვედრა მოუწყეს

ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
ვააგნ ჩახალიანი პოლიტიკური პატიმრების სიიდან ამოიღეს
არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი მოსმენა 9 აგვისტოს გაიმართება