FM97.5 / LIVE

გამგეობა: სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე შესაძლო ძალადობის შესახებ არ ვიცოდით

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.07.2016
სოფელ სვირში გამგებლის წარმომადგენელი ამბობს, რომ 60 წლის ქალზე ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობას რამდენჯერმე თავადაც შეესწრო, თუმცა, გამგეობამ ქალის მდგომარეობის შესახებ ჩვენგან შეიტყო.

გამგეობა: სოფელ სვირში ხანდაზმულ ქალზე შესაძლო ძალადობის შესახებ არ ვიცოდით

გამგეობაში ამბობენ, რომ სოფელში ოჯახის მდგომარეობის შესასწავლად დღეს გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლები ავლენ.

„ვიცით, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახია, მაგრამ დახმარების თხოვნით ჩვენთვის არასდროს მოუმართავთ. ჩვენი თანამშრომლები ავლენ, გაერკვევიან სიტუაციაში და შეძლებისდაგვარად დავეხმარებით“, – ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ჯილდა უჩიძე.

გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ სვირში ბორის შუბითიძემ, გუშინ „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ ამ ოჯახის შესახებ იცოდა, რადგან ძალადობის ფაქტს რამდენჯერმე თავადაც შეესწრო.

დღეს "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში, კითხვაზე, რატომ არ აცნობა გამგეობას რა ხდებოდა სოფელში, იგი ამბობს, რომ მისი ნათქვამი არასწორად გავიგეთ და ამ ოჯახის შესახებ ჩვენი კითხვები უკვირს: "გაფრთხილებული მყავდა ეგ ოჯახი, რომ ხელი არ დაეკარებინათ მეორედ. თქვენ კი დაწერეთ, რომ გამგებელი ორჯერ შეესწრო ჩხუბსო, მე ამით შემექმნა ძალიან დიდი პრობლემები, გამგეობაში არავინ იცოდა. არ იყო ეგეთი პრობლემა. საგანგაშო საქმე არ ყოფილა, რანაირად მეკითხები, გამომძიებელი ხარ თუ ჟურნალისტი".

შეგახსენებთ, სოფელ სვირში მცხოვრები 60 წლის ქალის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ მასალა გუშინ მოამზადა. სოფელში ამბობენ, რომ უმწეო ქალს მისი რძალი გამუდმებით სცემს, მთელი დღე ქალი ნახევრად შიშველი აივანზე დახოხავს. სახლიდან კი გამუდმებით ყვირილისა და ტირილის ხმა ისმის.

ეს ხმები სოფელში ასულმა „სამხრეთის კარიბჭემაც“ მოისმინა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

15.09.2020 ქალაქ ახალციხის სკოლებში 366 პირველკლასელი მივიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2020 როგორი ამინდია მოსალოდნელი დასვენების დღეებში სამცხე–ჯავახეთში

18.09.2020 ახალქალაქის მერიასთან სოფელ ოლავერდის მოსახლეობამ აქცია გამართა

18.09.2020 ნინოწმინდის მერიაში შვიდ პოზიციაზე 30 განაცხადი შევიდა

18.09.2020 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

სვირის 'რწმუნებული' 60 წლის ქალის მდგომარეობაზე: საგანგაშო საქმე არ ყოფილა
შსს–მ  სვირში, 60 წლის ქალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე ძიება დაიწყო
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
სვირში 60 წლის ქალის საქმეს საია სწავლობს
სოციალური სააგენტო 60 წლის ქალზე: ‘ჩააცვეს, მოუარეს, ამბობენ, ჩვენ მივხედავთო’
სოციალური სამსახური: სვირში მცხოვრებ ქალს სხვა ოჯახში გადაიყვანენ
60 წლის ქალს, რომელზეც სავარაუდოდ ძალადობენ, თავშესაფარში გადაიყვანენ